TaoNews.Ge

საქართველოში წამლის ეროვნული ლაბორატორია შეიქმნება

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, საქართველოში წამლის ეროვნული ლაბორატორია იქმნება, რომელიც შეისწავლის როგორც ადგილობრივ, ისე – იმპორტული პროდუქტების ხარისხს. ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.

„ლაბორატორიის შექმნისთვის უკვე მობილიზებულია ბიუჯეტი და ინფრასტრუქტურა. კონტროლის პროცესები იქნება ინტენსიური და გამჭვირვალე, რათა საბოლოოდ დასრულდეს კულუარული ლობირება, რომელიც სრულიად არ ემსახურება ჩვენი მოსახლეობის საუკეთესო ინტერესებს,” – განაცხადა მინისტრმა.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!