TaoNews.Ge

ტემპერატურამ შესაძლოა 38 გრადუსს გადააჭარბოს – გაფრთხილება ამინდზე

საქართველოში ძლიერი სიცხეა მოსალოდნელი!

უახლოეს დღეებში საქართველოში მნიშვნელოვნად დაცხება. ინფორმაციას ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

„ჰაერის ტემპერატურამ დასავლეთ საქართველოში 6-7 აგვისტოს შესაძლებელია 40 გრადუსს, ხოლო 7-9 აგვისტოს აღმოსავლეთ საქართველოში 39 გრადუსს გადააჭარბოს.

 

6-7 აგვისტოს შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, ზემო იმერეთში, კოლხეთის დაბლობსა და გორი-სურამის მონაკვეთზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

 

ჰაერის მაღალი ტემპერატურა და ძლიერი ქარი ხელს შეუწყობს ტყის ხანძრების გაჩენას“, – აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.

მსგავსი სიახლეები

კოპირება აკრძალულია!