TaoNews.Ge

საქართველოში  ფართო „ლოკდაუნი“ არ იგეგმება – თამარ გაბუნია

საქართველოში ფართო „ლოკდაუნი“ არ იგეგმება – თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ამ ეტაპზე ქვეყანაში ფართო „ლოკდაუნი“ არ იგეგმება.

მისი განცხადებით,  ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ ადგილობრივი მატების ლოკალიზება მაქსიმალურად სწრაფად მოხდეს და აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით ქვეყანაში დამატებითი შეზღუდვების დაწესება არ გახდეს საჭირო.

„ამ ეტაპზე ფართო „ლოკდაუნი“ არ იგეგმება, უფრო მეტიც – ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ მაქსიმალურად სწრაფად მოხდეს ადგილობრივი მატების ლოკალიზება, რადგან ყველას გვესმის, რომ ფართომასშტაბიან შეზღუდვებს ქვეყანა სოციალური და ბიზნესაქტივობების მიზნებისთვის ძალიან რთულად გადაიტანს, ამდენად ძალიან სწრაფად წერტილოვანი რეაგირება მნიშვნელოვანია“,- განაცხადა გაბუნიამ.

 

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!