TaoNews.Ge

ვალდის დომბროვსკისის საქართველოში სტუმრობა ძლიერი მესიჯია ევროკავშირის მხრიდან- ნათია თურნავა

ვალდის დომბროვსკისის საქართველოში სტუმრობა ძლიერი მესიჯია ევროკავშირის მხრიდან- ნათია თურნავა

საქართველოს ევროკომისიის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი ვალდის დომბროვსკისი ეწვევა, რომელიც ზაფხულში დაგეგმილი ასოცირების წევრი ქვეყნების ეკონომიკური მინისტერიალის ფარგლებში ჩამოვა, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ბრიუსელში, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მინისტრის თქმით, ევროკომისიის აღმასრულებელ ვიცე-პრეზიდენტთან დღეს გამართულ შეხვედრაზე საქართველოსა და ევროკავშირს შორის როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები იქნა განხილული.

„მნიშნელოვანია, რომ მან თანხმობა მოგვცა, საქართველოში გვესტუმროს ამ ზაფხულს, როცა ასოცირების წევრი ქვეყნების ეკონომიკური მინისტერიალის ჩატარება იგეგმება. ის ფაქტი, რომ ვიცე-პრეზიდენტი პირადად აპირებს ჩვენთან სტუმრობას, ძლიერი მესიჯი იქნება ევროკავშირის მხრიდან, თუ რამდენად უჭერს მხარს საქართველოს, როგორც თავის პარტნიორს, თავის დასაყრდენს”, – განაცხადა ნათია თურნავამ.

 

 

 

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!