TaoNews.Ge

საქართველოში კორონავირუსით 81 პაციენტი გარდაიცვალა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 40 435 კვლევა ტესტით, მათ შორის 24 334 კვლევა ანტიგენის ტესტით და 16 101 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 3 212 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 556 909-ს.რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 1 სექტემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 7.94%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 9.85% ხოლო 7 დღის მანძილზე – 9.13%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 5 017 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 502 534. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 81 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 7 563 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 212 ახალი შემთხვევიდან:თბილისში გამოვლენილია 1 206 შემთხვევა, აჭარა – 295, იმერეთი – 453, ქვემო ქართლი – 193, შიდა ქართლი – 231, გურია – 64, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 255, კახეთი – 289, მცხეთა-მთიანეთი – 108, სამცხე-ჯავახეთი – 86, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 32. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 46 786 საიდანაც:

 

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!