TaoNews.Ge

საქართველოში კორონავირუსის წინააღმდეგ პირველი სასულიერო პირი აიცრა

საქართველოში კორონავირუსის წინააღმდეგ პირველი სასულიერო პირი აიცრა

წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის მოძღვარი, მამა გიორგი ჩაჩავა პირველი სასულიერო პირია, ვინც კორონავირუსის წინააღმდეგ აიცრა. მან „ასტრაზენეკას“ ვაქცინა გაიკეთა.

მან ვაქცინაცია ინფექციური პათოლოგიებისა და შიდსის ცენტრში ჩაიტარა.

ვაქცინის გაკეთების შემდეგ მოძღვარმა განაცხადა, რომ ვაქცინაცია ცხოვრების ჩვეული რეჟიმში დასაბრუნებლად აუცილებელია.

„ქვეყნის ეკონომიკა მეტს ვეღარ გაუძლებს. ჩვენ უნდა ვიზრუნოთ ქვეყანაზე. ბავშვები ვეღარ დადიან სკოლაში, სპორტზე და ა.შ. ამიტომ ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ვაქცინაცია, რომ დავუბრუნდეთ ცხოვრების ჩვეულებრივ კალაპოტს.

ჩვენს ქვეყანაში იმუშავა შავრაზმულმა პროპაგანდამ, რომელიც საიდან მოდის ჩვენ კარგად ვიცით, რადგან ჩვენი ქვეყნის წინსვლა არ უნდათ. რამდენიმე სასულიერო პირი, ეპისკოპოსიც კი გარდაიცვალა ამ დაავადებით. ჩვენ შეზღუდული ვართ ჩვენ ქმედებებში და როდემდე ვიყოთ ასე.

კოვიდვაქცინირებულებისთვის გარკვეული შეზღუდვები უნდა მოიხსნას და ეს ადამიანებისთვის გარკვეული ბიძგი იქნება“, – აღნიშნა მოძღვარმა ჟურნალისტებთან.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!