საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით კიდევ 14 ადამიანი გარდაიცვალა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე Stopcov.ge-ზე განახლდა.
ბოლო დღეს-ღამის განმავლობაში კოვიდინფიცირების 171 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 382 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
შეგახსენებთ, კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში, უჰანის პროვინციაში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა. ვირუსის დადასტურებიდან 3 თვეში ჩინეთის ხელისუფლებამ აღიარა, რომ COVID-19 გადამდებია.