TaoNews.Ge

საქართველოში, კორონავირუსის ახალი შტამის 50-მდე შემთხვევა დადასტურდა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ქვეყანაში კორონავირუსის ახალი, ე.წ. ბრიტანული შტამის 50-მდე დადასტურებული შემთხვევაა.

ამის შესახებ გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.

“ახალი შტამის დაახლოებით 50-მდე დადასტურებული შემთხვევა გვაქვს ქვეყანაში. ძირითადად ეს გახლავთ ბრიტანული შტამი, რომელიც ევროპაში ვრცელდება. აქვს საკმაოდ ფართო გავრცელება და ჩვენთანაც რა თქმა უნდა, იქნება მაგრამ როგორც კვლევა აჩვენებს, დღევანდელი ვაქცინები ამ შტამს ფარავს”, – განაცხადა გამყრელიძემ.დინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.

გამყრელიძემ რეინფიცირების შემთხვევებთან დაკავშირებითაც ისაუბრა, მისი თქმით, ამ მიმართულებით მატებაა მოსალოდნელი

მსგავსი სიახლეები

კოპირება აკრძალულია!