საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ათი პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 170 ახალი დადასტურებული შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 396 პაციენტი .