TaoNews.Ge

საქართველოს საელჩო თურქეთში მცხოვრებ ქართველებს  აფრთხილებს

საქართველოს საელჩო თურქეთის რესპუბლიკაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს კორონავირუსის გამო ქვეყანაში დაწესებული რეგულაციების შესახებ აფრთხილებს.
“თურქული მხარის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ფარგლებში, ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების ამსახველ რუკაზე წითლად მონიშნულ, მაღალი რისკის მქონე ქალაქებში, კვლავ ამოქმედდება შაბათ-კვირას ქუჩაში გასვლის შეზღუდვა.
აქვე შეგახსენებთ, რომ მოქალაქეებს, ასევე, ქუჩაში გასვლა ეკრძალებათ კვირის სამუშაო დღეებში, 21:00-05:00 საათებში.
ახალი რეგულაციების შესახებ, საელჩოს გვერდიდან გეცნობებათ ოპერატიულ რეჟიმში!
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე,”- ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ცხელის ხაზის ნომრები:
1. ქ. ანკარაში საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზი: +90 533 690 30 40; +90 539 220 82 80
2. ქ. სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულოს ცხელი ხაზი: +90 541 818 44 00
3. ქ. ტრაპიზონში საქართველოს გენერალური საკონსულოს ცხელი ხაზი: +90 541 326 22 26
4. ქ. იზმირში საქართველოს საპატიო კონსულის ოფისი: +90 530 280 45 08

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!