TaoNews.Ge

საქართველოს ნაკრებმა სომხეთი სომხეთშიაც დაამარცხა

საქართველოს ნაკრებმა სომხეთი სომხეთშიაც დაამარცხა

საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპის მეოთხე შეხვედრა სომხეთის წინააღმდეგ სტუმრად ჩაატარა და მეტოქე ანგარიშით – 3:2 დაამარცხა

​ერევანში გამართული მატჩი დაძაბული გამოდგა და ორმხრივი შეტევებით წარიმართა. ანგარიში ჩვენმა გუნდმა გახსნა, მე-6 წუთზე ძლიერი დარტყმით მეტოქის კარი ნიკოლოზ კურტანიძემ აიღო. თამაში საქართველოს ნაკრების შეტევებით გაგრძელდა, მე-9 წუთზე საკუთარი გუნდის სწრაფი კომბინაცია შედეგიანი დარტყმით ბინიომ დაასრულა და ეროვნულ ნაკრებში სადებიუტო გოლი გაიტანა. მეორე გაშვებული ბურთის შემდეგ სომხეთის ნაკრებმა თამაშის გათანაბრება შეძლო და მე-12 წუთზე მაშუმიანმა ანგარიშში სხვაობა შეამცირა. ორივე კართან შექმნილი რამდენიმე რეალური საგოლე მომენტის მიუხედავად, პირველ ნახევარში ანგარიში აღარ შეცვლილა.

​მეორე ტაიმი მასპინძელთა აქტიურობით დაიწყო, 21-ე წუთზე საკუთარი გუნდის სწრაფი შეტევის შედეგად ბურთი ფაქტიურად ცარიელ კარში ნევედეროვმა გადაგზავნა და ანგარიში გათანაბრდა – 2:2. საქართველოს ნაკრებმა კვლავ დაწინაურება მალევე მოახერხა, 23-ე წუთზე რონინიოს გადაცემით ელისანდრომ ისარგებლა და ერთი შეხებით ულამაზესი გოლი გაიტანა. დარჩენილ დროში საქართველოს ნაკრებმა მოპოვებული უპირატესობის შენარჩუნება შეძლო და აქტივში მნიშვნელოვანი სამი ქულა ჩაიწერა.

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურის შეხვედრას 9 აპრილს საფრანგეთის წინააღმდეგ საკუთარ მოედანზე გამართავს.

​​ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ჯგუფში საქართველოს ნაკრები საფრანგეთთან, სომხეთთან და რუსეთთან ერთად ასპარეზობს. ოთხი ტურის შემდეგ მოპოვებული 7 ქულით ჩვენი გუნდი მეორე ადგილზეა, პირველ პოზიციაზე კი, 12 ქულით რუსეთია, დეტალები იხილეთ ბმულზე.

​​ევრო 2022-ის ჩემპიონატის საგზურს საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპის რვა გამარჯვებული და ექვსი საუკეთესო მეორე ადგილზე გასული გუნდი მიიღებს. კიდევ ერთი საგზურის მფლობელის ვინაობა, ჯგუფებში მეორე ადგილზე გასულ რეიტინგის ბოლო ორ ნაკრებს შორის პლეიო-ფის სისტემით გაირკვევა. ფუტსალში ევრო 2022-ს ნიდერლანდები უმასპინძლებს.

 

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!