TaoNews.Ge

საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ესპანეთი დაამარცხა

საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ესპანეთი დაამარცხა

,,თბილისი არენაზე“ გამართულ მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნითი ტურის მატჩში საქართველოს ეროვნულმა საკალათბურთო ნაკრებმა მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს, ესპანეთის ნაკრებზ უმძიმეს ბრძოლაში, 82:76 სძლია. ჩვენმა გუნდმა თამაში შემდეგი ხუთეულით დაიწყო: ანდრონიკაშვილი, მაკფადენი, სანაძე, შენგელია, შერმადინი. თავიდან საქართველოს ნაკრები სანაძის სამქულიანით დაწინაურდა, შემდეგ 5 წუთი შეტევაში ქულების აღება ვერ მოახერხა და მეტოქე წინ გავიდა. ამის შემდეგ გუნდი დაცვაში კარგად თამაშობდა, შესანიშნავად შევიდა შეცვლაზე ბექაური და პირველი მეოთხედი 1 ქულით საქრთველოს ნაკრებმა მოიგო. მეორე მეოთხედი საქართველოს ნაკრებმა კარგად დაიწყო და თამაშში კარგად ჩაერთო ბურჯანაძე და 5 ქულით გაქცევა შეძლო. ესპანელთა მწვრთნელმა სკარიოლომ წუთშესვენება აიღო, მერე მოწინაამდეგემ ანგარიში გაათანაბრა, პირველი ტაიმი კი 6 ქულით მოვიგეთ. მესამე მეოთხედის დასაწყისში ორივე გუნდმა შეტევაში შეცდომები დაუშვა, არეული თამაში წავიდა, მეტოქემ წინ გასვლა მოახერხა, ჩვენი გუნდის მწვრთნელმა ზუროსმა შენგელია და შერმადინი დაასვენა და დასკვნითი პერიოდის წინ ესპანელები 3 ქულით დაწინაურდნენ. საბოლოოდ კი საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი

მსგავსი სიახლეები

კოპირება აკრძალულია!