TaoNews.Ge

ოთარ მეღვინეთუხუცესის შვილი “საქართველოს ბანკის ” სამეთვალყურეო საბჭოს წევრი გახდა

ოთარ მეღვინეთუხუცესის შვილი “საქართველოს ბანკის ” სამეთვალყურეო საბჭოს წევრი გახდა

დღეს “საქართველოს ბანკის” ჯგუფმა დირექტორთა საბჭოს ახალი წევრის არჩევის შესახებ გამოაქვეყნა განცხადება. “საქართველოს ბანკ PLC”-ის დირექტორთა საბჭოს დამოუკიდებელი არააღმასრულებელი დირექტორის პოსტი მარიამ მეღვინეთუხუცესმა დაიკავა. ის  სს “საქართველოს ბანკის” სამეთვალყურეო საბჭოს წევრიც გახდება, რასაც ჯერ საქართველოს ეროვნული ბანკის ნებართვა ესაჭიროება; ასევე მეღვინეთუცუხესი დაიკავებს ბანკის რისკის და ნომინაციის კომიტეტების წევრის პოზიციას.

“მოხარული ვართ, მივესალმოთ მარიამ მეღვინეთუხუცესს დირექტორთა საბჭოში. ფინანსურ სერვისებში, მმართველობასა და რეგულაციებში მისი მრავალწლიანი გამოცდილებით, მარიამი “საქართველოს ბანკის ჯგუფს” შემატებს ექსპერტულ ცოდნას და გამოცდილებას, რაც დამატებით გააძლიერებს ჩვენს ბორდს. გვაქვს ძალიან მაღალი დონის თავსებადობა კორპორატიული მართვის როგორც არსებულ, ასევე, ახალ სტანდარტებთან და კვლავ უზრუნველვყოფთ, რომ ეს სტანდარტები უმაღლეს დონეზე შენარჩუნდეს”, – განაცხადა “საქართველოს ბანკის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ნილ ჯანინმა.

მარიამ მეღვინეთუხუცესი 2015-2019 წლებში EBRD-ის მიერ შექმნილ “ინვესტორთა საბჭოს სამდივნოს” ხელმძღვანელობდა; მას საფინანსო სექტორში საქმიანობის 20-წლიანი გამოცდილება აქვს. 2009-2014 წლებში “თიბისი ბანკის” გენერალური დირექტორის მოადგილის პოსტს იკავებდა, 1997-2007 წლებში კი EBRD-ში სხვადასხვა თანამდებობაზე საქმიანობდა.

“საქართველოს ბანკის ჯგუფის” განცხადების თანახმად, ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნილ ჯანინი წლის ბოლომდე პოსტს დატოვებს, თუმცა გარდამავალ პერიოდში საბჭოს შემადგენლობაში დარჩება. ასევე წლის ბოლომდე ბანკის რისკის კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ გიორგაძე პოსტს დატოვებს.

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მიღებული კორპორატიული მმართველობის ახალი სტანდარტების შესაბამისად, ბანკების სამეთვალყურეო საბჭოს და რისკის კომიტეტების თავმჯდომარეები საბჭოს დამოუკიდებელი წევრები უნდა იყვნენ. აღნიშნული მოთხოვნა ბანკებმა 2021 წლის 31 დეკემბრამდე უნდა დააკმაყოფილონ.

მსგავსი სიახლეები

იცნობდეთ! სერგო ორჯონიკიძის და ფილიპე მახარაძის ღირსეულ მემკვიდრეს,ბოლნისის რაიონუული სასამართლოს მოსამართლეს, რომელმაც გააუქმა მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის ფინანსური დახმარება-მარნეულის და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი
„ტესტი უარყოფითია”- სალომე ზურაბიშვილი
იცნობდეთ! სერგო ორჯონიკიძის და ფილიპე მახარაძის ღირსეულ მემკვიდრეს,ბოლნისის რაიონუული სასამართლოს მოსამართლეს, რომელმაც გააუქმა მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის ფინანსური დახმარება-მარნეულის და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი
კოპირება აკრძალულია!