TaoNews.Ge

საფრანგეთში საყოველთაო ლოკდაუნი გამოცხადდა

საფრანგეთში საყოველთაო ლოკდაუნი გამოცხადდა

ბოლო პერიოდში საფრანგეთში ეპიდემიოლოგიური ვითარება უარესდება, COVID–19–ით დაავადებულთა რაოდენობა მატულობს.

 საფრანგეთის 19 დეპარტამენტში მოქმედი საკარანტინო შეზღუდვები შაბათიდან მთელ ქვეყანაზე გავრცელდება, განაცხადა პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მოსახლეობისადმი ტელემიმართვაში.

​მისი თქმით, საყოველთაო კარანტინი ერთი თვის განმავლობაში იმოქმედებს.

აღსანიშნავია, რომ მანამდე, 20 მარტს, კარანტინი გამოცხადდა ქვეყნის 16 დეპარტამენტში, მათ შორის, პარიზის რეგიონში, თუმცა შეზღუდვები ბევრად უფრო მოქნილი იყო, ვიდრე წინა ორი ლოკდაუნისას. ერთი კვირის შემდეგ შეზღუდვები გავრცელდა კიდევ სამ დეპარტამენტზე.

აღნიშნულ ტერიტორიებზე დაკეტილია მაღაზიები (გარდა ისეთებისა, რომლებიც პირველადი მოთხოვნილების პროდუქციით ვაჭრობენ), ასევე შეზღუდულია მგზავრობა რეგიონებს შორის. საფრანგეთის მთელ ტერიტორიაზე გასული წლის ოქტომბრიდან არ მუშაობს კაფეები, რესტორნები, ბარები, მუძეუმები, კინოები და თეატრები.

ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება ბოლო რამდენიმე კვირაა, რაც უარესდება. იზრდება COVID–19–ით დაავადებულთა რაოდენობა და სამედიცინო დაწესებულებებზე დატვირთვა.

ეპიდემიის აფეთქების მომენტიდან დღემდე სულ საფრანგეთში 4,5 მლნ ადამიანი დაინფიცირდა ახალი კორონავირუსით. გარდაიცვალა 95 ათას კაცზე მეტი

 

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!