TaoNews.Ge

სასწრაფოდ-ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციამ აფხაზეთი დამოუკიდებელი ქვეყნების სიაში შეიყვანა

სასწრაფოდ-ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციამ აფხაზეთი დამოუკიდებელი ქვეყნების სიაში შეიყვანა

IFJ-იმ აფხაზეთი დამოუკიდებელი ქვეყნების სიაში შეიყვანა. ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის ვებ-გვერდზე (https://www.ifj.org), აფხაზეთი დამოუკიდებელი ქვეყნების სიაშია წარმოდგენილი. საყურადღებოა, რომ ვებ-გვერდი მთელი მსოფლიოს მასშტაბით მედიის 600,000-ზე მეტ წარმომადგენელს აერთიანებს. მედიალინკი დაუკავშირდა ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციას და მოითხოვა შეცდომისა და უზუსტობის გამოსწორება.

„საერთაშორისო მედია ორგანიზაცია ერთ-ერთი პირველი დამცველი უნდა იყოთ სამართლიანობისა და სამართლის პრინციპების, რადგან თავად აპელირებთ ამავე პრინციპებზე, როდესაც გსურთ, დაიცვათ თქვენი წევრი ჟურნალისტები. ჩვენთვის, როგორც საქართველოში მოქმედი მედიასაშუალებისთვის, მიუღებელია მსგავსი ქმედება და აფხაზეთის, რომელიც ჩვენი ქვეყნის განუყოფელი ნაწილია, ცალკე სახელმწიფოდ წარმოჩენა.

ჩვენ ყოველდღიურად ვართ რუსული ოკუპაციის, აგრესიის და პროპაგანდის სამიზნე.საერთაშორისო საზოგადოებისთვის აშკარაა თუ რა საშუალებებს მიმართავს რუსული პროპაგანდა სასურველი ნარატივის გასავრცელებლად. დამოუკიდებელი მედიის არსი სწორედ ზუსტი, მიუკერძოებელი და გადამოწმებული ინფორმაციის გავრცელებაა. ამიტომ მოგიწოდებთ, დაუყოვნებლივ გამოასწოროთ შეცდომა და ქვეყნების ჩამონათვალში სიის მითითებისას იხელმძღვანელოთ საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აღიარებული საზღვრებითა და ნორმების დაცვით…” – წერია მედიალინკის განცხადებაში (ამონარიდი).

-უკვე დიდი ხანია გავქრით რადარებიდან, ამიტომ ვაგებთ ჰიბრიდულ ომსაც რუსეთთან, სწორედ ჩვენი სახელმწიფოს პასიურობა არის ამის მიზეზი. აქამდეც მომხდარა მსგავსი ინცინდენტები, მაგრამ უმსხვილესი საერთაშორისო მედია ორგანიზაციის მხრიდან ამგვარი დამოკიდებულება ინდიკატორია ჩვენი პრობლემის… როდესაც შესაბამისი ინსტიტუციები არ ზრუნავენ პრობლემაზე, მაშინ თავად უნდა მოვთხოვოთ ყველა შესაბამის მხარეს, დაიცვას ქვეყნის ინტერესები და დაიცვას უფრო აქტიურად, რადგან ახლა შესაძლოა ჩვენი სახელმწიფოებრიობის ბოლო წლებს ვითვლიდეთ! _ აცხადებს მედიალინკის დამფუძნებელი და უსაფრთხოების ექსპერტი, ლაშა პატარაია.

მსგავსი სიახლეები

იცნობდეთ! სერგო ორჯონიკიძის და ფილიპე მახარაძის ღირსეულ მემკვიდრეს,ბოლნისის რაიონუული სასამართლოს მოსამართლეს, რომელმაც გააუქმა მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის ფინანსური დახმარება-მარნეულის და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი
კოპირება აკრძალულია!