მას შემდეგ რაც ჭყონდიდის ეპარქიის ახალმა მიტროპოლიმმა მეუფე სტეფანემ, ეპარქიაში მოღვაწე დიაკვნებს კონსტანტინე გაბისონიას და პეტრე ღუდუშაურს მღვდელმსახურების უფლება შეუჩერა. მეუფე პეტრეს მხარდამჭერებმა, ნაცმოძრაობის აქტივთან და ნაც-ტელევიზიებთან ერთად შეეცადნენ ეპარქიაში მიმდინარე კრების მიმდინარეობა ჩაეშალა. ისინი ცდილობდნენ ძალის გამოყენებას, რის შემდეგაც მოხდა შეხლა – შემოხლა რამდენიმე ჟურნალისტი მეორე სართულიდან გადმოვარდა და დაზიანება მიიღო. ამ წუთებში პოლიცია ცდილობს ეპარქიაში მეუფე პეტრეს ზონდერების დაშოშმინებას და პარტიული აქტივისგან ეპარქიის განთავისუფლებას.
