TaoNews.Ge

სასამართლომ 5 ივლისს „რუსთავი 2-ის“ ოპერატორზე ძალადობაში ბრალდებული ადვოკატ ნიკოლოზ მჟავანაძის შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემდეგ სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა

სასამართლომ 5 ივლისს „რუსთავი 2-ის“ ოპერატორზე ძალადობაში ბრალდებული ადვოკატ ნიკოლოზ მჟავანაძის შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემდეგ სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა

თბილისის საქალაქო სასამართლომ 5 ივლისის აქციის დროს, „რუსთავი 2-ის“ ოპერატორზე ძალადობაში ბრალდებული, 66 წლის უშანგი დათუნაშვილი წინასწარი პატიმრობიდან 3 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

დათუნაშვილი სამართალდამცველებმა გასული წლის 21 ივლისს დააკავეს. გამოძიება მას ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას (154), დევნას (156) და ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას (225) ედავება.

ბრალდებულის ადვოკატმა ნიკოლოზ მჟავანაძემ აღკვეთი ღონისძიების პატიმრობის გირათ შეცვლის შუამდგომლობას  ყველა ის მტკიცებულება დაურთო, რომელიც საფუძველს მისცემდა მოსამართლე ნინო ჩახნაშვილს  დაცვის შუამდგომლობა დაეკმაყოფილებინა და ეს პირველ რიგში იყო  პენიტენციური უწყებიდან გაცემული დოკუმენტი პატიმრის ჯანმრთელობის შესახებ, დაზარალებული ჩვენება და საქმეს დართული სხვა მტკიცებულებები.

ბრალდებულის ადვოკატ ნიკოლოზ მჟავანაძის მტკიცებით, დათუნაშვილის მხრიდან ძალადობის დამადასტურებელი კადრებიც არ არსებობს და ის დარწმუნებულია რომ საქმეზე გამამართლებელი განაჩენი დადგება.

მსგავსი სიახლეები

კოპირება აკრძალულია!