TaoNews.Ge

საპატრიარქო- მივმართავთ ყველა მღვდელმთავარს სასაფლაოების კურთხევა უზრუნველყონ 

საპატრიარქო მღვდელმთავრებს მიმართავს, 3 მაისს სასულიერო პირთა მიერ სასაფლაოების კურთხევა უზრუნველყონ.

საპატრიარქომ სააღდგომო საზეიმო წირვასთან დაკავშირებით განცხადება ცოტა ხნის წინ გაავრცელა.

“ვინაიდან, ეპიდვითარებიდან გამომდინარე, სააღდგომო დღეებში სასაფლაოებზე გადაადგილებაზე მოქმედებს შეზღუდვები, მივმართავთ ყველა მღვდელმთავარს, 2021 წლის 3 მაისს, ორშაბათს, უზრუნველყონ სასულიერო პირთა მიერ სასაფლაოების კურთხევა, მცხეთა-თბილისის ეპარქიასა და რუსთავში ამას ადგილობრივი სასულიერო პირნი აღასრულებენ,” – აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!