TaoNews.Ge

საპატრიარქო საგანგებო განცხადებას ავრცელებს

საპატრიარქოს უწყებანი: ,,სერბეთის ეკლესიამ თვითნებურად და დარღვევით აკურთხა მირონი”

საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალური გამოცემა ,,საპატრიარქოს უწყეანი” წერს რომ სერბეთის საპატრიარქოში მირონი დარღვევით აკურთხეს:

მსოფლიო საპატრიარქოში წმინდა მირონის მომზადება დაიწყო

2022 წლის 18 აპრილს, პირველშეწირულის ლიტურგიის დასრულების შემდეგ, მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ სტამბოლის საკათედრო ტაძართან მდებარე კუვუკლიაში მღვდელთმთავართა და მორწმუნეთა თანდასწრებით წმინდა მირონის მოსამზადებელი ჭურჭელი აკურთხა.

შემდეგ წაიკითხეს წმინდა მირონის მომზადების დაწყების ლოცვა. მსოფლიო პატრიარქმა შეაზავა ზეთი, ღვინო, კეთილსურნელოვანი ნივთიერებები, ყვავილები და მირონის მოსამზადებელ ჭურჭელს ცეცხლი შეუნთო, შემდეგ კი მათეს სახარებიდან პირველი თავი წაიკითხა.

ნიშანდობლივია, რომ სწორედ გუშინ დაიწყო მირონის ხარშვის პროცესიც სერბეთის საპატრიარქოში. სერბეთის ეკლესიის ავტოკეფალიის ტომოსის მიხედვით, სერბეთის ეკლესია წმინდა მირონს კონსტანტინოპოლის ეკლესიიდან უნდა იღებდეს, რაც აქამდე ასეც ხდებოდა, მაგრამ წელს სერბეთის ეკლესიამ თვითნებურად დაარღვია ეს წესი და სერბეთის უნეტარესმა პატრიარქმა პორფირემ მირონის ხარშვის დაწყება აკურთხა.

მირონის მომზადების პროცესი მსოფლიო საპატრიარქოსა და სერბეთის ეკლესიაში დიდ ხუთშაბათს დასრულდება.”

შეგახსენებთ მირონის მოხარშვის უფლება მხოლოდ 4 ეკლესიას გააჩნია:

კოსტანტინეპოლის მსოფლიო საპატრიარქო

რუსეთის საპატრიარქო

საქართველოს საპატრიარქო

რუმინეთის საპატრიარქო

მსგავსი სიახლეები

კოპირება აკრძალულია!