TaoNews.Ge

საპატრიარქოსთან  დაპირისპირება დაიწყო

საპატრიარქოსთან  დაპირისპირება დაიწყო

საპატრიარქოს უკანა შესასვლელთან, სადაც მეუფე პეტრეს და მისი მხარდამჭერების აქცია იმართება დაპირისპირება მოხდა. ადგილზე მდგომარეობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც ადგილზე მყოფმა ერთ-ერთმა მოქალაქემ მეუფე პეტრესთან გამოლაპარაკება და მიახლოება სცადა.

მისი განცხადებით, მეუფე პეტრე პატრიარქის მაგინებელია და ეკლესიიდან უნდა განიკვეთოს.

მის განცხადებებს ადგილზე შეკრებილების მხრიდან საპასუხო რეაგირება მოჰყვა, აღნიშნულ მოქალაქეს საპატრიარქოს ტერიტორია ადგილზე მობილიზებულმა სამართალდამცავებმა დაატოვებინეს.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!