TaoNews.Ge

საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ მეჯვრისხევში ახალი სკოლა გაიხსნა

გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ მეჯვრისხევში სკოლის ახალი შენობა გაიხსნა. ახალი სასკოლო შენობა 150 მოსწავლეზეა გათვლილი და სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს. შენობის ინფრასტრუქტურის გარდა, მოეწყო ეზო და სპორტული მოედანი. ახალი სკოლის გახსნას მოსწავლეებთან და პედაგოგებთან ერთად, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული მამუკა საღარეიშვილი, მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორის მოადგილე დავით ტაბიძე, გორისა და კასპის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ხოჯევანიშვილი, გორის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.

პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა, რაზეც 2 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.

მსგავსი სიახლეები

იცნობდეთ! სერგო ორჯონიკიძის და ფილიპე მახარაძის ღირსეულ მემკვიდრეს,ბოლნისის რაიონუული სასამართლოს მოსამართლეს, რომელმაც გააუქმა მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის ფინანსური დახმარება-მარნეულის და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი
კოპირება აკრძალულია!