TaoNews.Ge

“სანამ არ აირჩევთ ლეიბორისტულ პარტიას ხელისუფლებაში, მანამდე იქნებით ასეთი გეოპოლიტიკური მათხოვრები”- ნათელაშვილი

სანამ არ აირჩევთ ლეიბორისტულ პარტიას ხელისუფლებაში, მანამდე იქნებით ასეთი გეოპოლიტიკური მათხოვრები და მსხვერპლნი აი, ამ გარიგებებისა შიგნით თუ გარეთ. ამის შესახებ “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა ტელეკომპანია “პირველის” ეთერში, გადაცემა “რეაქციაში” განაცხადა.

მისი თქმით, შარლ მიშელის შეთანხმებას ხელი მოაწერეს პარტიებმა, რომლებიც საქართველოს არაკეთილმოსურნე ადამიანებმა აირჩიეს.

“ეს არის მოღალატეობრივი დოკუმენტი, რომელსაც ხელი მოაწერეს. ვინც მათ ხმა მისცა არჩევნებში, ის ამომრჩეველია საქართველოს არაკეთილმოსურნე. სხვანაირად როგორ შეიძლება ახსნა. ოცნებას ვინც ხმა მისცა, იმას მთელი ცხოვრება ღმერთთან ბოდიში ექნება მოსახდელი, რომ ეს უბედურება მოუწია ქვეყანას. მაგრამ ვინც აირჩია მაგალითად, ბანკირები, ძალიან კარგი ხალხი, ჩვენ შევეგუეთ, შევეჩვიეთ ერთმანეთს, მაგრამ ისინი ბანკირებია მეგობრებო. ვინც ბანკირები აირჩიეს პარლამენტში, იმათ მიაღწიეს ამ შედეგს, თუ ამას შედეგი ჰქვია. ვინც აირჩიეთ ნარკოლობისტები, გირჩი, რომლებიც ახლა ფიქრობენ, პარლამენტში სად გააბოლონ უფრო კარგად და ჩაკაიფდნენ. აი, იმათ არ გიყვართ სამშობლო. ვინც აირჩიეთ, შუბლზე უშიშროების ნომერი რომ აწერია, ელისაშვილი და მისი საძმაკაცო. და საერთოდ მეგობრებო, სანამ არ აირჩევთ ლეიბორისტულ პარტიას ხელისუფლებაში, მანამდე იქნებით ასეთი გეოპოლიტიკური მათხოვრები და მსხვერპლნი აი ამ გარიგებებისა შიგნით თუ გარეთ”- თქვა შალვა ნათელაშვილმა.

 

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!