TaoNews.Ge

დიმიტრი მედვედევი – კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მამაც სამყაროში, სადაც მალე ევროპელებს 2 000 ევროს გადახდა მოუწევთ 1000 კუბური მეტრი გაზისთვის

სამხედრო ოპერაცია ჩატარდება, სანამ პრეზიდენტის მიზნები არ შესრულდება, როგორც 2008-ში – მედვედევი

რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი წერს, რომ უკრაინაში სამხედრო ოპერაცია მანამ ჩატარდება, სანამ ყველა მიზანს არ მიაღწევენ, “ისევე, როგორც 2008-ში”.

“სამხედრო ოპერაცია ჩატარდება სრულად, მანამ, სანამ მიზნები, რომელიც რუსეთის პრეზიდენტს აქვს დასახული, სრულად არ შესრულდება, არც მეტი, არც ნაკლები. ისევე, როგორც მსგავს სიტუაციაში იყო 2008-ში”. – წერს ის.

მედვედევი ასევე ამტკიცებს, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები არაფერს შეცვლის და “პოლიტიკური უძლურების” ნიშანია.

“მე მჯერა, რომ განათლებული ადამიანებისთვის ნათელია – სანქციები მითი, მუქარაა. მე ფუნდამენტურად გულგრილი ვარ საზღვარგარეთ უფლებების ფართოდ გავრცელებულ შეზღუდვაზე.

სანქციები პოლიტიკური უძლურებაა, რომელიც რუსეთის კურსის შეჩერების უნარის არქონის გამო წარმოიშვა”. – წერს მედვედევი.

მისივე სიტყვებით, დიპლომატიური ურთიერთობები საჭირო არ არის, “დროა, დავხუროთ საელჩოები და შeმოვიფარგლოთ ერთმანეთის ბინოკლებიდან და თოფის ლულებიდან ყურებით”.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა.

მსგავსი სიახლეები

იცნობდეთ! სერგო ორჯონიკიძის და ფილიპე მახარაძის ღირსეულ მემკვიდრეს,ბოლნისის რაიონუული სასამართლოს მოსამართლეს, რომელმაც გააუქმა მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის ფინანსური დახმარება-მარნეულის და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი
იცნობდეთ! სერგო ორჯონიკიძის და ფილიპე მახარაძის ღირსეულ მემკვიდრეს,ბოლნისის რაიონუული სასამართლოს მოსამართლეს, რომელმაც გააუქმა მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის ფინანსური დახმარება-მარნეულის და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი
კოპირება აკრძალულია!