TaoNews.Ge

“სამწუხაროდ, ინდური მუტანტი ყველაზე ძლიერად ურტყამს 18 წლამდე ბავშვებს და ახალგაზრდებს”-ფხაკაძე

გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი, გიორგი ფხაკაძე ახალ ლაივჩართვას ავრცელებს, სადაც  ინდოეთში შექმნილ მდგომარეობაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ინდური შტამი სწორედ მის ერთ-ერთ ქალაქში, მუმბაიში წარმოიქმნა.

„ინდოეთის მთავრობამ თქვა, რომ ყველაფერი რიგზეა და გახსნეს მეტ-ნაკლებად. რამდენიმე დიდი რელიგიური დღესასწაული გაიმართა, ბევრი ხალხი, მილიონობით, ესწრებოდა. ამას დაემატა არჩევნები. ეს შენი მუტირებული ვირუსი, რომელიც მუმბაის გარეუბნებში იყო მოდებული, აფეთქდა… სამი კვირის წინ ცუდი მანიშნებლები იყო, ორი კვირის უკან სერიოზული საუბარი დაიწყო, დღეს კი იცით, ინდოეთის სამხრეთი არის კოლაფსის წინაშე. ყველა მთავრობა ერთნაირია. იფიქრეს, მივხედავთო, მაგრამ ისე სწრაფად გავრცელდა, რომ დღეში 400 000 ადამიანი ინფიცირდება. მეც ვიყავი ჩართული ინდოეთის საკითხებში. ძალიან მძიმე ინფორმაცია მოდიოდა. ბოლომდე არ სჯეროდათ, რომ ასეთი მძიმე მდგომარეობა იქნებოდა. პირველი სიგნალი წამოვიდა, როცა პედიატრიული განყოფილებები მთლიანად შეივსო. ეს ინდური მუტანტი, სამწუხაროდ, ყველაზე ძლიერად ურტყამს ახალგაზრდებს, 18 წლამდე ბავშვებს და ახალგაზრდებს, სიკვდილობა არის ბავშვებს შორის ძალიან გაზრდილი… თუკი ვუხანის ვირუსი ახალგაზრდებს იოლად გადაჰქონდათ, ინდური შტამი ყველა ასაკობრივ ჯგუფზე ვრცელდება“- ამბობს ფხაკაძე

 

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!