TaoNews.Ge

სალხინოში მომხდარ დაპირისპირებაზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

მარტვილში, სოფელ სალხინოს ღვთისმშობლის შობის ტაძრის შესასვლელთან დაპირისპირება მოხდა. სასულიერო პირების ნაწილი ჭყონდიდელ მიტროპოლიტს, მეუფე სტეფანეს ტაძარში შესვლის საშუალებას არ აძლევდა.

სალხინოს ღვთისმშობლის შობის ტაძრის ეზოში სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. სიტუაცია მეუფე სტეფანესა და სასულიერო პირების, რომელთაც მეუფე სტეფანემ მღვდელმსახურება შეუჩერა, მხარდამჭერებს შორის მას შემდეგ დაიძაბა, რაც სალხინოს ღვთისმშობლის შობის ტაძრის ეზოში ბიზნესმენი კლიმენტი კეკუტია გამოჩნდა. დაპირისპირებული მხარე კეკუტიას მოსახლეობის მიწების მითვისებაში ადანაშაულებდა.

სალხინოში მომხდარ დაპირისპირებაზე შსს-მ გამოძიება დაიწყო. სამხარეო პოლიციის უფროსის, ნიკოლოზ დიასამიძის ინფორმაციით, საქმე სსკ-ის 126-ე, ცემის მუხლით აღიძრა.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!