TaoNews.Ge

საკმარისი უნდა იყოს თუ არა ერთი ქალის მონაყოლი იმისთვის, რომ ადამიანი პროფესიული სიკვდილით დაისაჯოს

საკმარისი უნდა იყოს თუ არა ერთი ქალის მონაყოლი იმისთვის, რომ ადამიანი პროფესიული სიკვდილით დაისაჯოს

ექ­სპერ­ტი გია ნო­დია მსა­ხი­ობ ნი­ნუ­ცა მა­ყაშ­ვი­ლის მიერ ყო­ფი­ლი ქმრის, ბესო ზან­გუ­რის ძა­ლა­დო­ბა­ში მხი­ლე­ბას ეხ­მი­ა­ნე­ბა და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში შემ­დეგ პოსტს აქ­ვეყ­ნებს:

ნი­ნუ­ცა მა­ყაშ­ვილს მეც მო­ვუს­მი­ნე და მისი მო­ყო­ლი­ლი ამ­ბის მი­მართ ნდო­ბით და თა­ნაგ­რძნო­ბით გან­ვიმსჭვა­ლე. ის, რომ სხვა ადა­მი­ან­მაც გვი­თხრა, რომ თა­ვად შე­ეს­წრო, რო­გორ სცემ­და ნი­ნუ­ცას ყო­ფი­ლი ქმა­რი, ბესო ზან­გუ­რი, თა­ვის შეყ­ვა­რე­ბულს (სხვას, არა მა­ყაშ­ვილს), ჩემი ნდო­ბა გა­ამ­ყა­რა: როცა ორი ერ­თმა­ნე­თის­გან და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი წყა­რო ერ­თსა და იმა­ვეს ამ­ბობს, ეს სე­რი­ო­ზუ­ლი არ­გუ­მენ­ტია.

ჯერ­ჯე­რო­ბით კონ­კრე­ტუ­ლი არა­ფე­რი გა­მი­გია, რის გა­მოც ნი­ნუ­ცას არ უნდა და­ვუ­ჯე­რო. თუმ­ცა ბესო ზან­გურ­ზე ბევ­რი არა­ფე­რი ვიცი, რაც ვიცი, ნამ­დვი­ლად არ ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა მისი, რო­გორც ცო­ლის მცემ­ლის იმიჯს.ზო­გა­დად, ის, რომ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი გან­წყო­ბა შე­იც­ვა­ლა, რომ სულ უფრო მეტი ქალი (თუმ­ცა ჯერ­ჯე­რო­ბით, მა­ინც საკ­მა­ოდ ცოტა) ბე­დავს მის მი­მართ ძა­ლა­დო­ბა­ზე ლა­პა­რაკს და, რაც მთა­ვა­რია, მკვიდ­რდე­ბა აზრი, რომ ოჯა­ხუ­რი ძა­ლა­დო­ბა ისე­ვე მკაც­რად უნდა და­ი­სა­ჯოს, რო­გორც ნე­ბის­მი­ე­რი სხვა, მხო­ლოდ მი­სა­სალ­მე­ბე­ლია.

ეს ერთ-ერთი კარ­გი ცვლი­ლე­ბაა, რაც ბოლო წლებ­ში მოხ­და. თუმ­ცა ვიცი, რომ ამ კონ­ტექ­სტში სი­ტყვამაგ­რამ“-ის ხმა­რე­ბა ცუდ ტო­ნად ით­ვლე­ბა, მა­ინც უნდა ვიხ­მა­რო. კონ­კრე­ტუ­ლად რო­გორ და რა შემ­თხვე­ვა­ში უნდა და­ი­სა­ჯოს ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ამ­გვა­რი ბრალ­დე­ბის ობი­ექ­ტია?

ნი­ნუ­ცა მა­ყაშ­ვილ­მა თქვა, რომ მისი სის­ხლის-სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნა, ანუ ცი­ხე­ში ჩას­მა, არ უნდა. მაგ­რამ ფაქ­ტობ­რი­ვად სას­ჯე­ლი უკვე დად­გა: რუს­თა­ვე­ლის თე­ატრმა ეს კაცი ყვე­ლა რო­ლი­დან მოხ­სნა. ეს პრო­ფე­სი­ულ სიკ­ვდილს ნიშ­ნავს: ბესო ზან­გუ­რი ვერ იქ­ნე­ბა, რაც აქამ­დე იყო. არაფ­რი­დან ჩანს, ეს სას­ჯე­ლი რო­დემ­დე უნდა გაგ­რძელ­დეს.

ცი­ხე­ში რომ ჩა­ეს­ვათ, ვთქვათ, ორი წლით, გა­სა­გე­ბი იქ­ნე­ბო­და: სას­ჯელს მო­იხ­დის, გა­მო­ვა და ცხოვ­რე­ბას გა­აგ­რძე­ლებს. მაგ­რამ ამ შემ­თხვე­ვა­ში, პრო­ფე­სი­უ­ლი სიკ­ვდი­ლი რო­დემ­დე უნდა გაგ­რძელ­დეს? უსას­რუ­ლოდ? თუ სა­ნამ სა­ზო­გა­დო­ე­ბას ბრა­ზი გა­და­უვ­ლის? რო­გორც ვთქვი, ამ კონ­კრე­ტულ შემ­თხვე­ვა­ში, ნი­ნუ­ცა მა­ყაშ­ვი­ლის მო­ნა­ყო­ლი ჩემ­თვის და­მა­ჯე­რე­ბე­ლია. მაგ­რამ შევ­ხე­დოთ ამას, რო­გორც პრე­ცე­დენტს: საკ­მა­რი­სი უნდა იყოს თუ არა ერთი ქა­ლის მო­ნა­ყო­ლი იმის­თვის, რომ ადა­მი­ა­ნი პრო­ფე­სი­უ­ლი სიკ­ვდი­ლით და­ი­სა­ჯოს? ვინ უნდა გა­სა­ზღვროს, ის და­მა­ჯე­რე­ბე­ლია თუ არა? კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრმა? თე­ატ­რის დი­რექ­ტორ­მა? თუ ამორ­ფულ­მა სუ­ბი­ექ­ტმა სა­ხე­ლად სა­ზო­გა­დო­ე­ბა?” -წერს გია ნო­დია.

ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის, ნი­ნუ­ცა მა­ყაშ­ვილ­მა გა­და­ცე­მა­შიფა­რუ­ლი კონ­ვერ­ტიისა­უბ­რა იმის შე­სა­ხებ, რომ წლე­ბის წინ, ყო­ფი­ლი ქმა­რი, ბესო ზან­გუ­რი მას­ზე ფი­ზი­კუ­რად ძა­ლა­დობ­და. აღ­ნიშ­ნუ­ლის შემ­დეგ, ზან­გუ­რი რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რში ყვე­ლა რო­ლი­დან მოხ­სნეს. ნი­ნუ­ცა მა­ყაშ­ვი­ლი აცხა­დებს, რომ ის არ აპი­რებს უჩივ­ლოს ზან­გურს.

 

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!