TaoNews.Ge

საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტს ირაკლი აბსანძეს პატრიარქის მონათლული 1600 ჩვილი ეფიქრება

“საზოგადოებრივ მაუწყებელშიც” არის არაფორმალური მმართველობა – აბსანძე გათავისუფლებაზე

“საზოგადოებრივი მაუწყებლიდან” გათავისუფლებული ჟურნალისტი, ირაკლი აბსანძე ტელევიზიაში არაფორმალურ მმართველობაზე საუბრობს.

“ბრძანებაში ეწერა, რომ წყვეტენ ჩემთან ხელშეკრულებას, შესაბამისად შრომით საქმიანობას ვეღარ გავაგრძელებ საზოგადოებრივ მაუწყებელში, დეტალებზე ჩემი იურისტები მუშაობენ. რამდენიმე კონკრეტული პუნქტია იქ მითითებული, რომელიც ჩემი აზრით, მე არ დამირღვევია.

სამწუხაროდ, ისევე, როგორც მთელ ქვეყანაში, საზოგადოებრივ მაუწყებელშიც არსებობს არაფორმალური მმართველობა, ჩვენი ყოფილი დირექტორი, ვასილ მაღლაფერიძე, რომელმაც გადაინაცვლა პარტიაში, შემდეგ დაახლოებით 2 კვირაში დაბრუნდა ტელევიზიაში, ოღონდ მე-2 არხზე, საგანმანათლებლო პროექტში. ჩემი აღქმით, ის მართავს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოლიტიკურ-საზოგადოებრივ ბლოკს”, – ამბობს აბსანძე. 

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!