TaoNews.Ge

“აისელი დის ქმარმა გააუპატიურა” – ყაზახი ქალის მკვლელობაში ბრალდებულის ჩვენება

“საეჭვოა, რომ მომხდარის შემდეგ ქალი ჯერ ტანსაცმლის საყიდლად წავიდა, შემდეგ ექსკურსიაზე” – რას ამბობს ყაზახი ქალის გაუპატიურებაში ბრალდებულის ადვოკატი

გარ­დაც­ვლი­ლი 26 წლის ყა­ზა­ხი ქა­ლის, ასელ აიტ­პა­ტა­ე­ვას გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი სი­ძის, მუ­რატ მე­ირ­ბე­კო­ვის ად­ვო­კა­ტი, იმე­და ქარ­ქა­შა­ძე სა­ეჭ­ვოდ მი­იჩ­ნევს იმ ფაქტს, რომ გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის სა­ვა­რა­უ­დო ფაქ­ტის შემ­დეგ, ქალი ჯერ ტან­საც­მლის სა­ყიდ­ლად წა­ვი­და, შემ­დეგ კი მცხე­თა­ში ექ­სკურ­სი­ა­ზე.

ადვოკატი აცხა­დებს, რომ  აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით საქ­მის მა­სა­ლებ­ში, რო­მე­ლიც მას სრუ­ლად გა­და­ე­ცა, გარ­დაც­ვლი­ლი ქა­ლის სამი თა­ნამ­შრომ­ლის ჩვე­ნე­ბაა, მათ შო­რის ერთ-ერთი ბრალ­დე­ბუ­ლის, ბე­სიკ თო­დუ­ას ჩვე­ნე­ბა.

ად­ვო­კა­ტის გან­მარ­ტე­ბით­ვე, თა­ნამ­შრომ­ლე­ბის ჩვე­ნე­ბე­ბი აბ­სურ­დუ­ლი და ჭორ­ზე აგე­ბუ­ლია.

“რა­ღაც ჭორ­ზე აგე­ბუ­ლი ბრა­ლია, მეტი არა­ფე­რი. ძი­რი­თა­დი ყუ­რა­დღე­ბა და აქ­ცენ­ტი მე­ო­რე ბრალ­დე­ბულ­თან აუ­დი­ო­ჩა­ნა­წერ­ზეა გა­კე­თე­ბუ­ლი, მაგ­რამ ბრალ­დე­ბა თვი­თონ ამ­ბობს, რომ ჩა­ნა­წერ­ში გო­გოს და­ში­ნე­ბა, და­შან­ტა­ჟე­ბა, მუ­ქა­რა, ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ძა­ლა­დო­ბა ხდე­ბა. ამ შემ­თხვე­ვა­ში, მისი ნათ­ქვა­მი რამ­დე­ნად ადეკ­ვა­ტუ­რია, რე­ა­ლუ­რია და რამ­დე­ნად გა­სა­ზი­ა­რე­ბე­ლია ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი თვალ­საზ­რი­სით, მისი მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ეს სხვა სა­კი­თხია. ჩა­ნა­წერ­ში მუ­რატ მე­ირ­ბე­კოვ­ზეა სა­უ­ბა­რი, რომ მას­ზე იძა­ლა­და, გა­ა­უ­პა­ტი­უ­რა, ეს მისი ნათ­ქვა­მი რამ­დე­ნად უნდა იყოს გა­სა­ზი­ა­რე­ბე­ლი, ესეც სხვა სა­კი­თხია. ქალ­ზე სხვა ბრალ­დე­ბუ­ლის მხრი­დან ზე­წო­ლა, მუ­ქა­რა, და­ში­ნე­ბა ხდე­ბო­და, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მისი ეს ნათ­ქვა­მი, რამ­დე­ნად ადეკ­ვა­ტუ­რია, ეს სხვა თე­მაა.

მე­ირ­ბე­კოვ­ზე თა­ნამ­შრომ­ლე­ბი აძ­ლე­ვენ ჩვე­ნე­ბას. თურ­მე თა­ნამ­შრომ­ლებ­მა გა­ი­გეს, რომ მე­ირ­ბე­კოვ­მა ქალ­ზე იძა­ლა­და და ამის გამო წა­მო­ვი­და მისი სახ­ლი­დან. ეს ცოტა აბ­სურ­დუ­ლად მეჩ­ვე­ნე­ბა, ვი­ნა­ი­დან მის­გან წა­მოს­ვლის შემ­დეგ, სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი ადა­მი­ა­ნი მე­ო­რე დღეს მი­დის და ტან­საც­მე­ლებს ყი­დუ­ლობს, მხი­ა­რუ­ლად არის, კარგ გან­წყო­ბა­ზეა, მე­სა­მე დღეს მცხე­თა­ში მი­დის, ექ­სკურ­სი­ა­ზე და­დის, ეს ყვე­ლა­ფე­რი ცოტა არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რად მეჩ­ვე­ნე­ბა. მიგ­ვაჩ­ნია, რომ ბრალ­ში მი­თი­თე­ბულ გა­რე­მო­ე­ბას ად­გი­ლი არ ჰქო­ნია და მო­გო­ნი­ლი, ჭო­რია.
თა­ნამ­შრომ­ლე­ბის ჩვე­ნე­ბა­ში გაკ­ვრით არის ნათ­ქვა­მი, რომ თურ­მე გარ­დაც­ვლი­ლი გო­გო­ნა მე­ირ­ბე­კო­ვი­დან სხვას­თან სა­ცხოვ­რებ­ლად იმის გამო გა­და­ვი­და, რომ მას­ზე მე­ირ­ბე­კოვ­მა იმ ორი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, რაც მას­თან ცხოვ­რობ­და, იძა­ლა­და. აღ­ნიშ­ნუ­ლის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი რა­ი­მე მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, ექ­სპერ­ტი­ზა, არ არ­სე­ბობს.

მე­ირ­ბე­კოვ­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­უ­ბა­რია ერთი თა­ნამ­შრო­მე­ლი გო­გო­ნას ჩვე­ნე­ბა­ში, ასე­ვე მე­ო­რე ბრალ­დე­ბუ­ლის, ბე­სიკ თო­დუ­ას და ყა­ზა­ხი დამ­ფუძ­ნებ­ლის ჩვე­ნე­ბა­ში, თუმ­ცა ეს პირი ამ­ბობს, რომ ამ ფაქ­ტის შე­სა­ხებ მას თო­დუ­ამ უთხრა“, – გა­ნა­ცხა­და ქარ­ქა­შა­ძემ.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!