TaoNews.Ge

საბერძნეთში, კუნძულ კრეტაზე მოქალაქეთა ვაქცინაცია ტაძარში ჩატარდება

საბერძნეთში, კუნძულ კრეტაზე მოქალაქეთა ვაქცინაცია ტაძარში ჩატარდება.
 ირაკლიონში, მოქალაქეების ვაქცინაცია არქანონის ეკლესიაში 6 სექტემბერს დაიწყება, ვაქცინაციის მსურველებს მედიკოსები აცრიან J&J– ის კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით, რომელიც ერთი დოზა კეთდება.
 აღნიშნული ტაძრის წინამძღვრის, მამა ანდრია კილიონძაკისის თქმით: “ეკლესიის შენობაში ვაქცინაციის ჩატარება ერთგვარი სიგნალია იმათთვის, ვისაც თეოლოგია და სამედიცინო მეცნიერება ერთმანეთში ერევა.
 ტაძრის წინამძღვარმა აღნიშნულის შესახებ ისაუბრა “რადიო კრეტას” პირდაპირ ეთერში, სადაც მან თქვა, რომ დაინტერესებულია მრავალი ადამიანი, რომელთაც სურთ რომ აიცრან ტაძარში.
 ეს იქნება ნებაყოფლობითი მოხალისეობრივი ვაქცინაცია, რომელიც დაიწყება 2021 წლის 6 სექტემბერს.
 მსოფლიოს საეკლესიო სიახლენი

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!