TaoNews.Ge

სააფთიაქო ნარკომანია თბილისში – დაკავებულია 5 აფთიაქის ხელმძღვანელი

სააფთიაქო ნარკომანია თბილისში – დაკავებულია 5 აფთიაქის ხელმძღვანელი

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, თბილისში 5 აფთიაქის ხელმძღვანელი პირები ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის ბრალდებით დააკავეს. აფთიაქებიდან ამოღებულია დიდი ოდენობით სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპული მედიკამენტი.

“თბილისის მასშტაბით გამოვლენილ იქნა 5 აფთიაქი, საიდანაც უნებართვოდ და სანებართვო პირობების დარღვევით, სისტემატურად, რეცეპტის გარეშე ხდებოდა სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების რეალიზაცია”, – წერია უწყების განცხადებაში.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით გრძელდება, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 1-დან 3 წლამდე ვადით.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!