მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება. როგორც სააკაშვილი მაღნიშნავს, 1 მილიონი კი არა, 1 თეთრი არ წაუღია საქართველოდან და სადმე ამდენი ფული რომ ჰქონდეს, ბოლო მიწის ნაკვეთს არ გაყიდდა ადვოკატების ხარჯების დასაფარად.
„ჩვენ ვიმყოფებით ჩემი მკვლელობის სპეცოპერაციის დამასრულებელ ეტაპზე და ამაში მონაწილეობენ ყველა, „პარლამენტარები”, “ჟურნალისტები” ახლა უკვე კლინიკა. მოვუწოდებ საქართველოს და მსოფლიოს, არ მისცენ ამ დანაშაულებრივ კორპორაციას თავისი ბოროტი ზრახვების აღსრულების უფლება“, – წერს სააკაშვილი.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ სააკაშვილის ოჯახს კორუმპირებული და ღირსებისგან დაცლილი უწოდა და აღნიშნა, რომ ოჯახს მარტო საქართველოში 170 მილიონის ქონება აქვს ხალხის ხარჯზე მოხვეჭილი, ასევე აშშ-ში აქვთ არაერთი ბინა და უძრავი ქონება ნაყიდი.