TaoNews.Ge

ეკა ხერხეულიძე – “ტვინნაღრძობებო, შუბლზე ამოტვიფრული ნამგალი და უროთი პუტინიც არ დადის და მეტი რა მტკიცებულება გინდათ?!”

“სააკაშვილი საჭიროებს კვალიფიციურ, ფუნდამენტურ კვლევას, რისი შესაძლებლობა არც გორის ჰოსპიტალშია. პოლიტიკურ დღის წესრიგში ახლა დგება სააკაშვილის გათავისუფლების საკითხი…”- ეკა ხერხეულიძე

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ეკა ხერხეულიძის განცხადებით, არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, მიხეილ სააკაშვილი საჭიროებს კვალიფიციურ, ფუნდამენტურ კვლევას, რისი შესაძლებლობა არც გორის ჰოსპიტალშია.

„მიხეილ სააკაშვილი გადის ახლა მკურნალობას, კვლევებს, თავისთავად იმ სერვისის ხარჯზე, რაც აქ არის. ეს არ არის სრულყოფილი მკურნალობა. მისი მდგომარეობიდან გამომდინარე, ის საჭიროებს კვალიფიციურ, ფუნდამენტურ კვლევას. ამის შესაძლებლობა აქაც არ არის, მაგრამ ის, რომ ვიღაც დაინტერესებულია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით, თავისთავად მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ეკა ხერხეულიძემ.

ამასთან, ხერხეულიძე ამბობს, რომ ახლა პოლიტიკურ დღის წესრიგში დგება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების საკითხი.

„მიხეილ სააკაშვილის საავადმყოფოში გადმოყვანა არ არის ის გზა, რისთვისაც ქვეყანაში შემოსვლისას მისი მცდელობა იყო გაცხადებული. მოგეხსენებათ, მისი სურვილია პოლიტიკურ საქმიანობაში სრულფასოვანი ჩართვა. მას არ აქვს არანაირი შესაძლებლობა, სასამართლოებით მიმართოს ხალხს. არ აქვს შესაძლებლობა, პირდაპირი ურთიერთობა ჰქონდეს ხალხთან. ახლა დგება მთავარი საკითხი, მისი გათავისუფლების საკითხი. პოლიტიკურ დღის წესრიგში დგას ეს საკითხი. ამ საკითხებთან დაკავშირებით ვისაუბრეთ. ჩემი მიზანი იყო, მიხეილ სააკაშვილს მიეღო მონაწილეობა საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში“, – აღნიშნა ეკა ხერხეულიძემ.

მსგავსი სიახლეები

GE92BG0000000498753269

შ.პ.ს ტაონიუსი

მიხეილ სააკაშვილის პირველი კადრი საქალაქო სასამართლოს დარბაზიდან
კოპირება აკრძალულია!