TaoNews.Ge

„სააკაშვილთან ინტიმური კავშირი მხოლოდ ერთ ღამეს მქონდა… მთხოვდა დამელია კონიაკი, დარწმუნებული ვარ, კონიაკში რაღაც ჩამიყარეს …”

„სააკაშვილთან ინტიმური კავშირი მხოლოდ ერთ ღამეს მქონდა… მთხოვდა დამელია კონიაკი, დარწმუნებული ვარ, კონიაკში რაღაც ჩამიყარეს …”

სახელმწიფო საბიუჯეტო სახსრების მართლსაწინააღმდეგოდ განკარგვის საქმეზე, დღეს 11:00 საათზე სასამართლო სხდომა გაიმართება. პროცესს თავად ბრალდებული მიხეილ სააკაშვილიც დაესწრება.

საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის საქმეს ექს-პრეზიდენტის დაცვის მხარემ ე.წ. „პიჯაკების საქმედ“ მონათლა და განმარტავენ, რომ რადგან მასაჟი და ჰიგიენა ბრალის დადგენილებაში არ წერია, შესაბამისა, დაცვის მხარემ ყველაზე აბსურდულად სწორედ რამდენიმე ათასი დოლარის პიჯაკის შეძენა ჩათვალა.

ნიკა გვარამიას განცხადებით, „საქართველოს მესამე პრეზიდენტი პიჯაკის „ქურდობისთვის“ სამართლდება, ქვეყნის ისტორიული სირცხვილი“. გვარამიას სააკაშვილის ერთ-ერთი პიჯაკი სიმბოლურად ეცვა და აღნიშნა, რომ ცოტა იმედგაცრუებულია, რადგან პრაქტიკულად, კარგად აქვს პიჯაკი, რაც მასზე არ მეტყველებს მაინცდამაინც კარგად.

„პიჯაკების საქმე“ ამ საქმეს ჰქვია იმიტომ, რომ ყველაზე სიმბოლურია პიჯაკები და არა მხოლოდ იმიტომ, რომ სააკაშვილი მარტო პიჯაკების ნაწილშია მართალი, არა, ყველაფერთან დაკავშირებით არსებობს პასუხები. ამ პასუხებს ხვალ მოისმენთ. ამ პიჯაკის „ქურდობისთვის“ სამართლდება, ასე ვთქვათ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი. ეს არის ქვეყნის ისტორიული სირცხვილი“, – აცხადებს ნიკა გვარამია.

პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილს ბრალი 2014 წელს დაუსწრებლად წარუდგინა და საუბარია 8 მილიონ 827 ათას 461 ლარზე, რომელიც გასაიდუმლოებულ რეჟიმში დაიხარჯა. აღსანიშნავია, რომ მიხეილ სააკაშვილის ბრალდების საქმეზე პრეზიდენტის დაცვის ყოფილი თანამშრომელი ზურაბ ჭყოიძე დაიკითხა, რომელმაც დაადასტურა, რომ 2009 წელს დოქტორ დოტი მიხეილ სააკაშვილის სტუმარი იყო და 14 თებერვალს სასტუმრო „კოპალაში“ სტუმრობის, ასევე მცხეთაში მოგზაურობის ხარჯები ბიუჯეტიდან დაფინანსდა.

2009 წლის თებერვალში მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში მოიწვია მასაჟისტი დოროთი შტეინი, „დოქტორი დოტი“, რომელმაც სააკაშვილს შესაბამისი მომსახურება გაუწია.

მას შემდეგ, რაც ინფორმაციამ პრეზიდენტის ხარჯებთან დაკავშირებით ინტერნეტსივრცეში გაჟონა, მოგვიანებით, იგივე შემთხვევის თავიდან აცილების მიზნით, მიხეილ სააკაშვილმა მიიღო გადაწყვეტილება, პირადი მიზნებისთვის საჭირო თანხების გასაიდუმლოებული ხარჯვის თაობაზე. მანამდე პრეზიდენტის ხარჯები საჯარო იყო. ის ფინანსდებოდა პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და „სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს“ სახსრებით. პროკურატურის ცნობით, სწორედ ასე დაიწყო მილიონობით თანხის ხარჯვა საიდუმლო რეჟიმში. სწორედ მაშინ გამოიცა პრეზიდენტის „საიდუმლო“ განკარგულება.

განკარგულების თანახმად, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს დაევალა მიხეილ სააკაშვილისა და მისი ოჯახის წევრების, ასევე მათი სტუმრების როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ მგზავრობისა და ცხოვრების, კოსმეტიკური პროცედურების, კვების, სწავლის, საჩუქრებისა და სუვენირების შეძენის საყოფაცხოვრებო და სხვა ხარჯების დაფინანსება. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ეკომნომიკური დეპარტამენტი თანხების ჩამოწერას გრიფით „საიდუმლო“ პაკეტებით ახორციელებდა.

გამოძიების მასალებიდან დგინდება, რომ 2009-2012 წლებში მიხეილ სააკაშვილისა და მისი ახლობლების კოსმეტიკურ პროცედურაში დაიხარჯა 673 260 ლარი, აქედან პირადად სააკაშვილის პროცედურაზე დახარჯულია – 399 495 ლარი. საგამოძიებო უწყებას დეტალურად აქვს ჩამოთვლილი იმ მომსახურებისა და ნივთების ნუსხა, რაშიც სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი თანხა დაიხარჯა, კერძოდ: სააკაშვილი ე.წ. ბოტოქსისა და ეპილაციის პროცედურების ჩასატარებლად მიუნხენსა და ნიუ-იორკში რამდენჯერმე იმყოფებოდა.

რაც შეეხება მასაჟისტ დოროთი შტეინი, ე.წ. „დოქტორ დოტი“-ს, რომელმაც მიხეილ სააკაშვილს გაუწია შესაბამისი მომსახურება, სააკაშვილმა საქართველოში 2009 წლის თებერვალში მოიწვია. სწორედ, დოქტორ დოტის მიერ განთავსდა საქართველოში სტუმრობის ამსახველი ვიდეომასალა ინტერნეტსივრცეში, რის შემდეგაც მისი საქართველოში ვიზიტისა და პრეზიდენტისთვის გაწეული მომსახურების შესახებ ცნობილი გახდა საზოგადოებისთვის. აღსანიშნავია, რომ მასაჟისტ დოროთი შტეინის საქართველოში შემოყვანისას და ქვეყნის დატოვებისას, მისი მხრიდან საქართველოს საზღვრის კვეთის ფაქტი არ დაფიქსირებულა.

ამერიკელმა მასაჟისტმა, რომელიც სააკაშვილის სისხლის სამართლის საქმეში ფიგურირებს, რუსეთის პირველ არხთან ინტერვიუში დეტალურად ისაუბრა მასსა და სააკაშვილის ურთიერთობაზე. ამერიკელმა მასაჟისტმა თქვა, რომ სააკაშვილთან ისტორიის შემდეგ ბლოგების წერას თავი დაანება.

„მე ვიდეოს ვიღებდი მის სახლში. ვფიქრობდი, რომ ეს ნორმალური იყო. მე ვწერდი ყველაზე, სტინგზეც, კანიე უესტზეც. დღეს მე ვაკეთებ მასაჟს სტინგისთვის, ხვალ – პერის ჰილტონისთვის, მაგრამ მიშას ისტორიის შემდეგ ბლოგი აღარ დამიწერია. სააკაშვილი გერმანიაში გავიცანი, სადაც 20 წლის განმავლობაში გერმანელ მეუღლესთან ერთად ვცხოვრობდი. ყველა ხუთვარსკვლავიანი სატუმრო მე მირეკავდა, როდესაც ჩამოდიოდნენ, მაგალითად მაიკლ ჯექსონი, ტინა ტერნერი, ბრიუს ვილისი. სასტუმროებიდან მირეკავდნენ, რადგან მენდობოდნენ.

ერთხელაც, ერთი სასტუმროდან დამირეკეს და მითხრეს, რომ ძალიან მნიშვნელოვანი სტუმარი ჰყავთ, მაგრამ სახელს ვერ მეტყოდნენ. შემდეგ, როდესაც გავიგე, რომ ეს იყო საქართველოს პრეზიდენტი, მეგონა ამერიკის შტატზე იყო ლაპარაკი, რადგან არც ვიცოდი თუ ასეთი ქვეყანა არსებობდა. სააკაშვილს ჩემი სპეციალური მასაჟი, რომელსაც კბენით ვაკეთებ, მოეწონა და ბერლინში ყველა ჩასვლის დროს მის მომსახურებას მიკვეთავდა.

ვიზიტით იყო გერმანიაში. შემომთავაზა, გავყოლოდი თბილისში და გავყევი. რა უნდა მექნა? იყვნენ ორმეტრიანი მცველები, ინგლისურად არ ლაპარაკობდნენ. მათთან ჩხუბს ხომ არ დავიწყებდი და ვეტყოდი, ბიჭებო ახლა პოლიციას მივმართავ. მე უკვე ვიცნობდი მიშას, ამიტომ მჯეროდა, რომ სანდო ხელში ვიყავი. მაგრამ მაინც მეშინოდა და მუდმივად ვუგზავნიდი ტექსტურ შეტყობინებებს მეგობრებს და ვწერდი, რომ პასპორტი ჩამომართვეს. პირადად მომსახურებაში 4 000 ევროზე მეტი არასოდეს ამიღია“, – აღნიშნა ამერიკელმა მასაჟისტმა.

როგორც დოტი ამბობს, ძვირად შესანახი ქალი არ არის, მოკრძალებულ სასტუმროში ცხოვრობდა, ცოტას ჭამდა და არ სვამდა ძვირადღირებულ სასმელს, არ უყვარს ბრილიანტები და ბეწვის ქურქები. ინტერვიუს დროს დოროტი შტეინმა თქვა, რომ სააკაშვილთან ინტიმური კავშირი მხოლოდ ერთ ღამეს ჰქონდა, ისიც არა მასაჟის, ანუ არა სამუშაო დროს. მასაჟისტის თქმით, საქართველოში ვიზიტის დროს ყველაზე მხიარული საღამო ერთხელ ჰქონდა, როდესაც სააკაშვილს არ ეცალა და ის მისი დაცვის ოთხ წევრთან ერთად გასართობად კარაოკე ბარში იყო.

„მაჩუქა ოქროს ყელსაბამი, რომელიც მას შემდეგ არ გამიკეთებია, რადგან ოქროს ვერ ვიტან, და ხმალი. სააკაშვილი მთხოვდა დამელია კონიაკი და ამბობდა, რომ ეწყინებოდა თუ მისი ქვეყნის სასმელს არ დავლევდი. დარწმუნებული ვარ, კონიაკში რაღაც ჩამიყარეს, ალბათ, ჰალუცინოგენები, რადგან ერთმა ჭიქამ ძალიან დამათრო. მეორე დილით თავს ცუდად ვგრძნობდი. უცნაური სიზმრები ვნახე, რომ გავიღვიძე, ვერ ვხდებოდი, სად ვიყავი და ვცდილობდი გააზრებას, თუ რა მოხდა ღამით. არ შეიძლება ეს ერთი ჭიქა კონიაკის გამო მომხდარიყო. ასეთი რამ მხოლოდ ორ კლიენტთან დამემართა, ერთხელ ბრიუს უილისთან და მეორედ მიშასთან“, – თქვა დოქტორ დოტიმ.

2009 წლის დასაწყისში, მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოში ახალგაზრდა მასაჟისტის ჩამოყვანას ოპოზიციის უკმაყოფილება მოჰყვა, რადგან არსებობდა ეჭვი, რომ სააკაშვილმა ახალგზარდა ქალი საკუთარი საჭიროებებისთვის ბიუჯეტის ხარჯზე დაიქირავა და ის ქვეყანაში პრეზიდენტის თვითმფრინავით ჩამოიყვანა. მაშინ პრეზიდენტის ადმინისტრაცია აცხადებდა, რომ პრეზიდენტს უფლება ჰქონდა ამ სამედიცინო მომსახურებით ესარგებლა, თუმცა უარყოფდნენ, რომ ეს ბიუჯეტის ხარჯზე მოხდა.

მიუხედავად ამ სკანდალური საქმისა, სინანული პატიმარ სააკაშვილს არც ერთ ნაწილში არ აქვს. მტკიცებულებების მიუხედავად, სააკაშვილის სასამართლო პროცესი არ ტოვებდა იმის შთაბეჭდილებას, რომ დანაშაულის მონანიების სურვილი აქვს, როგორც ამას მეუფე ნიკოლოზი ამბობდა. ანალიტიკოსების განცხადებით, სააკაშვილი არ არის ის ადამიანი, რომელიც რაღაცას ნანობს, ან ოდესმე ინანებს.

ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი თვლის, რომ სააკაშვილს ცოტა მეტი დრო რომ მისცენ პროცესებზე იმის მოსაყოლად, თუ როგორ „აშენებდა“ ქართულ სახელმწიფოს, რა ტანჯვა-წამება გაიარა ამ რთულ გზაზე – საჭიროც არის და აუცილებელიც. მისი თქმით, ასევე საჭიროა მისი „აღმშენებლობის“ ხანის ცოცხალი მოწმეების ჩვენებების გაზიარება.

„მაგალითად, – ექიმ-მასაჟისტის, დოროთი შტეინის. მისი აღიარებიდან ჩვენ შევიტყობთ, რომ სააკაშვილში სავარაუდო ფსიქიკური აშლილობის ნიშნები (რომლის გამოსვლენად ლომჯარიას კონსილიუმი ფსიქიატრის ჩართვას ითხოვს), არ შეიძლება რომ გამოეწვია მიშას მიერ მისთვის შეკვეთილ „კბენით“ სპეც-მასაჟს, ვინაიდან ის ცოფზე აცრილია და შესაბამისი ცნობა გააჩნია. ასევე ექიმი დოროტი უარყოფს, რომ სააკაშვილმა მასთან სექსუალური კონტაქტი მისი მხრიდან ნების საფუძველზე დაამყარა. სახელმწიფოს მშენებლობის ფარგლებში ექიმთან დამყარებული სექსი, სავარაუდოდ, კონიაკში, ჰალუცინოგენების ჩაყრის შემდეგ განხორციელდა, რამაც ექიმი უგონო მდგომარეობაში ჩააგდო. ექიმის ჩვენებით, ასევე სიცრუეა, მისთვის გადახდილი 50 000 დოლარის თანხა, მან კბენაში მხოლოდ 4000 ევრო აიღო. თუმცა, ექიმის ეს ინფორმაცია, შესაძლოა, საკუთარი ქვეყნის საგადასახადო უწყებასთან პრობლემების თავიდან არიდების მიზნით გაჟღერდა“, – ამბობს დავით ქართველიშვილი.

ანალიტიკოსი for.ge-სთან საუბრისას ამბობს, რომ არ აინტერესებს მოინანია სააკაშვილმა, თუ არ მოინანია. აინტერესებს პასუხი კითხვაზე – აგებს თუ არა კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე პასუხს სააკაშვილი, რასაც ჰქვია სახელმწიფო ბიუჯეტის მორგება შპს „სააკაშვილი და ოჯახი-ს ინტერსებზე“ და ამ ინტერესებში არ შედიოდა სახელმწიფოზე ზრუნვა და სახელმწიფოს მშენებლობა?

„აქ შედიოდა მისი და მისი უახლოესი გარემოცვის შარდსასქესო და კუჭნაწლავის ინსტიქტების დაკმაყოფილება და ამაზე გამოყოფილი იყო სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრები. ამაზე მუშაობდა ძალიან ბევრი სახელმწიფო ინსტიტუტი, როგორიც არის სახელმწიფო დაცვის სპეცსამსახური და შს სამინისტრო. კონკრეტულად არის გაწერილი რაში დახარჯა 9 მილიონი და ძალიან ფართო ნუსხაა. ამის მიღმა არის კიდევ ის ხარჯები, რომლითაც დაკმაყოფილდა სააკაშვილის სახელმწიფო რეზიდენციაში ამა თუ იმ ქალბატონთან პაემანი.

სააკაშვილის ამ პაემანზე დასწრებაზე გამოყოფილი იყო თვითმფრინავის აფრენა, ცალკე ვერტმფრენის გაგზავნა, ცალკე მრავალრიცხოვანი სახელმწიფო დაცვის სპეცსამსახურის ავტოპარკის გამოყოფა, უამრავი საწვავი, ძალიან დიდძალი პირადი შემადგენლობით, მათზე იწერებოდა სამივლინებო ხარჯები. ადგილზე შსს-ს დანაყოფები უზრუნველყოფდნენ ამ ე.წ. ღონისძიების უსაფრთხოების ელემენტებს და რეალურად, ადამიანი მიდიოდა კონკრეტულ ადამიანთან პაემანზე. თითოეული ასეთი ფაქტი თანხობრივად რომ გადავიყვანოთ, რა 9 მილიონი, გავალათ კატასტროფულ თანხაზე, მაგრამ ეს 9 მილიონი მაინც დაუმტკიცონ და ჩაიდოს იმ საბოლოო ვერდიქტში და ამის გამო მიანც აგოს პასუხი“, – ამბობს ანალიტიკოსი.

მისი თქმით, ამ 9 მილიონის გაფლანგვას კონკრეტული იმ დროინდელი ჩინოვნიკები აწერდნენ ხელს, რომლებიც ასევე გადიან სისხლის სამართლის საქმეში. შესაბამისად, ქართველიშვილი ამბობს, რომ მათ უნდა წაუყენონ კონკრეტული ბრალი და თუ იტყვიან, რომ პრეზიდენტმა არაფერი იცოდა ამის შესახებ, მაშინ თავის თავზე აიღონ პასუხისმგებლობა.

„კი ბატონო. ამას არავინ არ დაიჯერებს, მაგრამ ეს მათი გადასაწყვეტი იქნება. ისევე როგორც მეგის ქარდავას და ბაჩანა ახალაიას გადასაწყვეტი თემაა ის ჯალათობა, სისატიკე და სადიზმი, რომელსაც ადგილი ჰქონდა ციხეში, თვითშემოქმედებით იყვნენ დაკავებულები, თუ ზემოდან მოდიოდა ეს დირექტივა. ამიტომ, ჩემთვის ძნელია იმის თქმა ამ ბრალს ვინ, როგორ გაინაწილებს. ყოველ შემთხვევაში ის, რომ ფაქტიურად დამტკიცებულია პიჯაკებამდე არმისული უამრავი დანახარჯის მიმართულება, ამით იხელმძღვანელოს სასამართლომ და გამოიტანოს სამართლებრივი გადაწყვეტილება“, – აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას დავით ქართველიშვილმა.

პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის განცხადებით, სააკაშვილმა სასამართლოზე იტრაბახა წარსულზე და ჯამში ვიღებთ იმას, რომ თავისი თავით და პრეზიდენტობით კმაყოფილია.

„რაც შეეხება ამ კონკრეტულ ხაზს – ბიუჯეტის საკუთარი სიამოვნებისთვის გამოყენებას, დაახლოებით ანალოგიური ბრალდებებით, ოღონდ არა სიამოვნებისთვის, არამედ პოლიტიკური მიზნებებისთვის დამატებით უკანონო სახსრების მოძიებისთვის, ბევრ ქვეყანაშია პრეზიდენტები, თუ პრემიერები გასამართლებული. სარკოზიც მსგავსი ბრალდებით არის გასამართლებული და იქ ლაპარაკი არის პოლიტიკურ მიზანზე.

აქ კი პრეზიდენტმა თავის მასაჟისთვის გამოიყენა ამხელა სახსრები და იმ შემთხვევაშიც კი, რომ ეს მისი პირადი სახსრები ყოფილიყო, ეს არის დანაშაული! ჩვენ შეგვიძლია ინგლისის მაგალითი მოვიყვანოთ – დედოფალი ელისაბედი ომის პერიოდში ბუხრის ანთებას უკრძალავდა თავის მსახურებს. უხერხულია, მოსახლეობამ ბოლი რომ დაინახოსო. მოსახლეობის ერიდეობდა და ამიტომ გათბობაზედაც კი უარი თქვა. ეს იყო ინგლისის დედოფალი, მაგრამ ჩვენს სინამდვილეში ეს იყო სააკაშვილი.

დღემდე სალაპარაკოა ის, რომ სასახლეები არ გვაქვს, ერთი ვიცით, თელავში ერეკლე მეორეს სასახლე და ისიც როგორია ვიცით. ქართველი მეფეები არ იყვნენ გადაყოლილი პირად სიამოვნებას. ასე რომ, არც ქართული, არც ქრისტიანული, რაც ამ შემთხვევაში ერთმანეთს უტოლდება და არც საერთაშორისო გამოცდილებით, ქვეყნის პირველი პირისგან საკუთარი სიამოვნებისთვის ასეთი ნაბიჯების გადადგმა

გამართლებული არ არის“, – აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.

კითხვაზე, რატომ ცდილობს სააკაშვილი სამართლებრივ პასუხისმგებლობას გაექცეს, პოლიტოლოგი პასუხობს: „გადაფურცლეთ მისი ხელისუფლებაში მოსვლა, ყოფნა და მერე უკრაინაში წასვლა. ვერსად ვერ შეატყობთ მას დიდი სინანსულს და სიყვარულს. ამდენი ტერიტორიები დაკარგა და თქვა, რომ ქვების გროვა დაიკარგაო. როცა ქვების გროვად აფასებ შენს ტერიტორიას, თუნდაც რომ ქვების გროვა ყოფილიყო, უკვე ამ ტერიტორიის პირველი პირი არ უნდა იყო!

მაგრამ, სააკაშვილისთვის საქართველო მხოლოდ პირველი პირობისთვის ხელსაყრელი ქვეყანა იყო და ვნახეთ კიდეც, როგორც კი რაღაცა პესპექტივა გაუჩნდა უკრაინაში, გახდა უკრაინის მოქალაქე და იქ დაელოდა იღბალს. სააკაშვილი არც ერთ ეტაპზე არ გამოირჩეოდა საქართველოს მიმართ პატივისცემით. საკუთარი ქვეყანის და კულტურის პატივისცემა არ აქვს. წყობა აქვს ასეთი – არაფრის და არავის სიყვარული არ არის მასში. ასეთი უსიყვარულო ადამიანი უბედურია“, – აცხადებს for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.

წყარო: https://for.ge/view/221018/saakaSvilTan-intimuri-kavSiri-mxolod-erT-Rames-mqonda-mTxovda-damelia-koniaki-darwmunebuli-var-koniakSi-raRac-Camiyares.html

მსგავსი სიახლეები

GE92BG0000000498753269

შ.პ.ს ტაონიუსი

კოპირება აკრძალულია!