TaoNews.Ge

რუსული მედია – პოზნერი  უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ იგი საქართველოში საკარანტინო ზომების დარღვევის გამო დაჯარიმდა

რუსული მედია – პოზნერი  უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ იგი საქართველოში საკარანტინო ზომების დარღვევის გამო დაჯარიმდა

როგორც ცნობილი ხდება, რუსმა ჟურნალისტმა  ვლადიმერ პოზნერმა, “რია ნოვოსტისთან” ინტერვიუში უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ იგი საქართველოში საკარანტინო ზომების დარღვევის გამო დაჯარიმდა.

”მოსკოვში ვარ. ჩვენგან არავინ დაუჯარიმებიათ,“- უპასუხა პოზნერმა დაჯარიმების შესახებ დასმულ შეკითხვას.

გუშინ თბილისში გაიმართა საპროტესტო გამოსვლები პოზნერის ქვეყანაში ვიზიტთან დაკავშირებით. აქციის მონაწილეებმა გააპროტესტეს ჟურნალისტის სიტყვები, რომ აფხაზეთი არ არის საქართველო.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ  აღნიშნა, რომ პოზნერი არის აშშ-ს მოქალაქე და მან არ დაარღვია კანონი “ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ”, როგორც ამას აქციის მონაწილეები აცხადებენ – წერს gazeta.ru

 

 

 

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!