TaoNews.Ge

რუსული ვაქცინის გამო, სლოვაკეთის პრემიერი თანამდებობიდან გადადგა

რუსული ვაქცინის გამო, სლოვაკეთის პრემიერი თანამდებობიდან გადადგა

რუსული ვაქცინის შეძენით გამოწვეული სამთავრობო კრიზისის გამო, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი, იგორ მატოვიჩი თანამდებობიდან გადადგა.  სლოვაკეთის კოალიციურ მთავრობაში უთანხმოება მას შემდეგ გაჩნდა, რაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა რუსული ვაქცინის შესყიდვის შესახებ გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიიღო. 3 მარტს სლოვაკეთის პრეზიდენტმა, ზუზანა ჩაპუტოვამ უკმაყოფილება გამოთქვა რუსული ვაქცინა „სპუტნიკV“-ის შეძენის თაობაზე პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით. ზუზანა ჩაპუტოვამ აღნიშნა, რომ პროპაგანდას არ გაუწევს იმ ვაქცინების გამოყენებას, რომლებსაც ევროკავშირში რეგისტრაციის პროცესი არ გაუვლია

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!