TaoNews.Ge

რუსმა ოკუპანტებმა ე.წ. სამხრეთ ოსეთში წვრთნები გამართეს

რუსმა ოკუპანტებმა ე.წ. სამხრეთ ოსეთში წვრთნები გამართეს

ე.წ სამხრეთ ოსეთში დისლოცირებულმა რუსეთის საოკუპაციო ნაწილებმა წვრთნები გამართეს. ამის შესახებ „სპუტნიკი“ იუწყება.

მანევრებში მედესანტეებიც მონაწილეობდნენ. წვრთნების სცენარის მიხედვით, მედესანტეები მტრის ზურგში გადასხეს, რის შემდეგ მათ სტრატეგიული მთა დაიკავეს. ამის მერე მედესანტეებმა ჩასაფრება მოაწყვეს, რათა მოწინააღმდეგის სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფებისთვის წინააღმდეგობა გაეწიათ და ძირითადი ძალების შეტევისთვის ხელსაყრელი პირობები შეექმნათ.

სამხედრო წვერთნებში „მი-8“ და „კა-52“-ის ტიპის ვერტმფრენები მონაწილეობდნენ.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!