TaoNews.Ge

რუსლან აბაშიძემ აფხაზეთიდან დევნილ, სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვებს საჩუქრები გადასცა

რუსლან აბაშიძემ აფხაზეთიდან დევნილ, სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვებს საჩუქრები გადასცა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრ დავით ფაცაციასთან და აფხაზეთის სულიერების ცენტრის დირექტორ ბესიკ სილაგაძესთან ერთად თბილისში მდებარე ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში იმყოფებოდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობიდან აცნობეს, მთავრობის წარმომადგენლებმა ეკლესიის მრევლს, აფხაზეთიდან დევნილი სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვებს საჩუქრები გადასცეს.

მათი ინფორმაციით, ღონისძიებაში ასევე ტაძრის წინამძღვარი მამა ლევან ჯანაშია მონაწილეობდა.

როგორც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში აღნიშნავენ, ღონისძიება აფხაზეთის სულიერების ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა და მსგავსი სახის საქველმოქმედო აქციები მომავალშიც გაგრძელდება.

მსგავსი სიახლეები

იცნობდეთ! სერგო ორჯონიკიძის და ფილიპე მახარაძის ღირსეულ მემკვიდრეს,ბოლნისის რაიონუული სასამართლოს მოსამართლეს, რომელმაც გააუქმა მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის ფინანსური დახმარება-მარნეულის და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი
კოპირება აკრძალულია!