TaoNews.Ge

რუსი მღვდელმთავარი:,,ახლა უკრაინაში ომის შეწყვეტა სირცხივილი იქნება რუსეთისთვის!”

რუსი მღვდელმთავარი:,,ახლა უკრაინაში ომის შეწყვეტა სირცხივილი იქნება რუსეთისთვის!”

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარი ზირიანსკის მთავარეპისკოპოსი პიტირიმი (ვოლოჩკოვი) აცხადებს რომ უკრაინაში ახლა ომის შეწყვეტა სირცხვილია რუსეთისთვის და საქმე ბოლომდე უნდა მივიდეს!

,,უკრაინამ ბევრი დაკარგა!სამწუხაროა, რომ ისეთ წმინდა მიწაზე, როგორიც უკრაინაა, სადაც ამდენი სალოცავია, წარმოიქმნა აბსოლუტურად არანორმალური რადიკალური მიმდინარეობები!”- გამოთქვა ეს თვალსაზრისი ცნობილმა რუსმა მთავარეპისკოპოსმა პიტირიმმა

გთავაზობთ მთავარეპისკოპოსის ინტერვიუდან ნაწყვეტს რომელიც მან მისცა რუსულ ღიად პროპაგანდისტულ გამოცემა “მაინლენდის”.

,,ბელორუსში მოლაპარაკებებმა აჩვენა, რომ ისინი უსარგებლოა! რუსეთის ხელისუფლება მზად არის მოლაპარაკებებისთვის, რადგან მოლაპარაკებები მისასალმებელია მსოფლიო საზოგადოების დონეზე, მაგრამ უკრაინის მაგალითმა აჩვენა, რომ ეს არის ნულოვანი წარმატება!

ზელენსკი ძალიან არასერიოზული ადამიანია! ის არ არის სანდო, ამ ადამიანის ნდობა არ შეიძლება! იმ დოკუმენტზეც რომ მოაწეროს ხელი, რომელიც ყველას აკმაყოფილებს, ფაქტი არის, რომ თუ ხელმძღვანელობაში დარჩება, მაშინ მის მიერ ხელმოწერილი ვალდებულებები არ იქნება დაცული, ამიტომ არ ვფიქრობ, რომ ახლა მასთან რაიმეს გაფორმება შესაძლებელია! რა თქმა უნდა, ჩემი გადასაწყვეტი არ არის მაგრამ მე არ მჯერა ამ ადამიანის! (ზელენსკის)

მე მჯერა, რომ თუ ახლა მოუსმენთ მათ, ვინც ყვირის, რომ ომი უნდა შეწყდეს “არა პუტინს!”, “არა ომს!” და სხვა მსგავსი ლოზუნგები, მაშინ ეს სამარცხვინო „მშვიდობა“ იქნება რუსეთისთვის.

ყველა ჩათვლის, რომ წავაგეთ!

სანქციები დაწესდება ჩვენზე და რუსეთი, რომელიც ახლა მთელ მსოფლიოში სამართლიანობისა და მისი მიწიერი სამშობლოს ინტერესებს იცავს, დამარცხებული დარჩება!!!

მსგავსი სიახლეები

კოპირება აკრძალულია!