TaoNews.Ge

რუსთავში ბუნებრივი აირით ერთი ოჯახის ოთხი წევრი მოიწამლა

რუსთავში ბუნებრივი აირით ერთი ოჯახის ოთხი წევრი მოიწამლა

რუსთავში, ბუნებრივი აირით ერთი ოჯახის ოთხი ადამიანი მოიწამლა.

შემთხვევა მე-7 მიკრორაიონში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მოხდა. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადები, საპატრულო პოლიცია, ,,სოკარ-ჯორჯია გაზის“ ავარიულ-ტექნიკური ბრიგადა. ერთი ოჯახის ოთხივე წევრი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკა ,,რუსთავში“ გადაიყვანა.

წინასწარი ინფორმაციით, ინტოქსიკაციის მიზეზი გაზდანადგარიდან ბუნებრივი აირის ნამწვის საცხოვრებელ ფართში გაჟონვა გახდა.

მსგავსი სიახლეები

იცნობდეთ! სერგო ორჯონიკიძის და ფილიპე მახარაძის ღირსეულ მემკვიდრეს,ბოლნისის რაიონუული სასამართლოს მოსამართლეს, რომელმაც გააუქმა მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის ფინანსური დახმარება-მარნეულის და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი
კოპირება აკრძალულია!