TaoNews.Ge

„რუსთავი 2“-ის ქონებას ყადაღა დაედო

„რუსთავი 2“-ის ქონებას ყადაღა დაედო

სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის ქონებას ყადაღა დაედო. ინფორმაციას ტელეკომპანიის დამფუძნებლების ჯარჯი აქიმიძის და დავით დვალის ინტერესების დამცველი კახა კოჟორიძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„რუსთავი 2-ის უძრავი ქონება დავაყადაღეთ“, – წერს კახა კოჟორიძე.

„სასამართლოს განჩინებით ყადაღა დაედო რუსთავი 2-ის უძრავ ქონებას – მიწის ნაკვეთებსა და მათზე არსებულ ყველა შენობა-ნაგებობას. აქამდე, ჩვენი მოთხოვნის საფუძველზე, დაყადაღებული იყო რ2-ის 60% წილი. ახლა, ასევე დაყადაღდა რ2-ის უძრავი ქონება სრულად.

ჩვენ ასევე ვითხოვდით რ2-ის მოძრავი ნივთების დაყადაღებას და ქ.ხალვაშისთვის გარკვეული უფლებამოსილებების შეზღუდვას. ჯ.აქიმიძე და დ.დვალი ითხოვდნენ ზუსტად იმ ღონისძიებებს, რაც სასამართლომ ქ.ხალვაშის მიერ 2015 წელს შეტანილ სარჩელზე გამოიყენა.

მიუხედავად ამისა, რ2-ის დამფუძნებელთა მიმართ სასამართლომ კვლავ შერჩევითად იმოქმედა და ამ ნაწილში მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, რაც გასაჩივრდება კანონით დადგენილი წესით. გამოვიყენებთ ყველა სამართლებრივ მექანიზმს, რომ რუსთავი 2 დაუბრუნდეს მის დამფუძნებლებს“, – ნათქვამია „კოჟორიძე და იურისტების“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!