TaoNews.Ge

რუსეთში ნავალნის მხარდამჭერ აქციებზე 1 700-ზე მეტი ადამიანი დააკავეს

რუსეთში ნავალნის მხარდამჭერ აქციებზე 1 700-ზე მეტი ადამიანი დააკავეს

რუსეთში, პატიმრობაში მყოფი კრემლის კრიტიკოსის, ალექსეი ნავალნის მხარდამჭერ აქციაზე 1 700-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, – შესაბამის ინფორმაციას მონიტორინგის ჯგუფი OVD-Info ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, 780-ზე მეტი მომიტინგე სანქტ-პეტერბურგში, 119 კი – ურალის ქალაქ უფაში დააკავეს.

აქტივისტები პოლიტიკოსის განთავისუფლებას და მისთვის სამედიცინო დახმარების გაწევას ითხოვდნენ.

მოსკოვში გამართულ საპროტესტო აქციაზე, სადაც 30-მდე ადამიანი დააკავეს, მონაწლეები სკანდირებდნენ : „თავისუფლება ნავალნის!“, „შეუშვით მასთან ექიმები!“. მოსკოვში აქციას ალექსეი ნავალნის მეუღლე, იულიაც შეუერთდა.

პოლიციამ განაცხადა, რომ დედაქალაქში გამართულ აქციაზე 6 000-მდე ადამიანი იყო შეკრებილი, ნავალნის YouTube არხის ინფორმაციით, კი აქციის მონაწილეების რაოდენობა 10-ჯერ მეტი იყო.

აქციების დაწყებამდე პოლიციამ მოსკოვში, საკუთარ სახლებთან ახლოს, პოლიტიკოსის პრესსპიკერი კირა იარმიში და თანაგუნდელი, ლიუბოვ სობოლი დააკავა. იარმიშს, საპროტესტო აქციის წახალისებისთვის, 10-დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს, სობოლი კი – გაათავისუფლეს.

პატიმრობაში მყოფი ალექსეი ნავალნი მარტის ბოლოდან შიმშილობს. მისმა ექიმმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ პოლიტიკოსის ჯანმრთელობის მდგომარეობა შიმშილობის მესამე კვირაში სწრაფად უარესდება და ის, შესაძლოა, სიკვდილის პირას აღმოჩნდეს.

წყარო : ინტერპრესნიუსი

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!