რუსეთში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კოვიდ 19-ის 9 221 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 4 492 692-ს მიაღწია, – ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ამასთან, რუსეთში ვირუსით კიდევ 393 პაციენტი დაიღუპა და გარდაცვლილთა რიცხვი 96 612-მდე გაიზარდა.