TaoNews.Ge

ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ხანძარია

„რუსეთს სურს ჩერნობილის გამეორება და უკვე იმეორებს, ევროპელებო, გაიღვიძეთ“ – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელებს და მსოფლიოს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე რუსეთის თავდასხმის გამო საგანგებო განცხადებით მიმართა.

„ევროპამ ახლავე უნდა გაიღვიძოს! ევროპაში ყველაზე დიდი ატომური ელექტროსადგური იწვის, ისვრიან ტანკები, რომლებიც აღჭურვილია თერმოგამომსახველობით, ანუ იციან სად ისვრიან, ამისთვის ემზადებოდნენ.

რუსეთს სურს ჩერნობილის გამეორება და უკვე იმეორებს. ევროპელებო, გაიღვიძეთ, გთხოვთ, უთხარით თქვენს პოლიტიკოსებს, რომ რუსული ჯარები ბომბავენ ატომურ ელექტროსადგურს უკრაინაში, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს ენერგოდარში“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!