TaoNews.Ge

ვითარება დონბასში-  ბოლო 24 საათში 10-ჯერ დაირღვა ცეცხლის  შეწყვეტის შეთანხმება -არის მსხვერპლი

რუსეთმა ხერსონზე კონტროლი დაკარგა – The New York Times

რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის ქალაქ ხერსონზე, რომელიც მათ უკრაინაში შეჭრიდან პირველივე დღეს აიღეს, კონტროლი დაკარგეს. ინფორმაციას დასავლური გამოცემა The New York Times პენტაგონის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინელი ჯარისკაცები სასტიკ ბრძოლაში არიან ჩართულები, მათ მოახერხეს ხერსონის დაბრუნება.

„უკრაინული ძალები ამჟამად სასტიკ ბრძოლებს მართავენ ხერსონში და რუს დამპყრობლებს არ ნებდებიან, რითაც სტრატეგიულად მნიშვნელოვანი საპორტო ქალაქი, კვლავ „სადავო ტერიტორიად“ იქცა“, – განუცხადა პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჟურნალისტებს ბრიფინგზე.

ამ დროისთვის უკრაინის წარმომადგენლების მხრიდან აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა.

მსგავსი სიახლეები

კოპირება აკრძალულია!