TaoNews.Ge

რუსეთმა შავი ზღვის სამი მონაკვეთი 6 თვით დახურა

რუსეთმა შავი ზღვის სამ მონაკვეთზე 6 თვით შეაჩერა სხვა სახელმწიფოების სამხედრო ხომალდებისა და გემების გადაადგილების უფლება. გადაწყვეტილება, რომელიც თავდაცვის სამინისტრომ 14 აპრილს მიიღო, ძალაში 24 აპრილიდან შევიდა.

“24 აპრილის 21:00 საათიდან 31 ოქტომბრის 21:00 საათამდე, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიული წყლების მონაკვეთებში აკრძალულია სხვა სახელმწიფოების ხომალდების გადაადგილება”, – აღნიშნულია გადაწყვეტილებაში.

რუსული მედია იუწყება, რომ სწორედ ამ პერიოდში რუსეთის სახმედრო ფლოტი წვრთნების ჩატარებას გეგმავს.

მითითებულ პერიოდში რუსეთის ტერიტორიული წყლების შემდეგი მონაკვეთები დაიხურება – ანექსირებული ყირიმის სანაპიროს გასწვრივ სევასტოპოლსა და გურზუფს შორის ტერიტორია, ასევე ქერჩის ნახევარკუნძულთან არსებული მონაკვეთი და ყირიმის დასავლეთ ნაწილთან არსებული მცირე მონაკვეთი. ამასთან, ქერჩის სრუტე და მისი მისადგომები კვლავ ღია დარჩება.

შეერთებული შტატებმა უკვე გამოხატა შეშფოთება რუსეთის გადაწყვეტილების გამო და მას რეგიონში ვითარების დესტაბილიზაციის მცდელობა უწოდა. უკრაინამ მკაცრად გააპროტესტა შავი ზღვის მონაკვეთების დახურვა და დაუყოვნებლივ გახსნა მოითხოვა.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!