TaoNews.Ge

საქართველოს დღეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ეწვევა

რუსეთმა უნდა გააკეთოს არჩევანი ომსა და დიპლომატიას შორის – შარლ მიშელი

ევროპის საბჭოს ხელმძღვანელმა შარლ მიშელმა განაცხადა, რომ რუსეთმა უნდა გააკეთოს არჩევანი ომსა და დიპლომატიას შორის.

მისი თქმით, რუსეთის უპრეცედენტო სამხედრო ესკალაცია უკრაინის წინააღმდეგ საფრთხეს უქმნის მშვიდობასა და უსაფრთხოებას ევროპაში.

„ბოლო ორი დღის განმავლობაში რუსეთმა აჩვენა, რომ შესაძლოა ღია იყოს დიპლომატიის მიმართ და ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, გადადგას კონკრეტული და ხელშესახები ნაბიჯები დეესკალაციისკენ, რადგან ეს არის პირობა გულწრფელი პოლიტიკური დიალოგისთვის.

არჩევანი დღეს არის არჩევანი ომსა და ტრაგიკულ მსხვერპლშეწირვა რომელიც ომს მოსდევს, ან გამბედაობა პოლიტიკური ჩართულობის, გამბედაობა დიპლომატიური მოლაპარაკების“, – განაცხადა მიშელმა.

მსგავსი სიახლეები

კოპირება აკრძალულია!