TaoNews.Ge

რუსეთმა უკრაინის საზღვართან განთავსებული ჯარის გაყვანა დაიწყო

საინფრომაცია სააგენტო  „ტასი“ იუწყება, რომ რუსეთმა ქვეყნის სამხრეთ ნაწილში და უკრაინის საზღვართან განთავსებული ჯარის გაყვანა დაიწყო. 1-ელ მაისამდე ის მუდმივი დისლოკაციის ადგილებს დაუბრუნდება.

„თავდაცვის მინისტრის ბრძანებულების მიხედვით, სამხრეთ სამხედრო ოლქის ძალები და საჰაერო-სადესანტო ნაწილები, რომლებიც წვრთნებში მონაწილეობდნენ, მუდმივი დისლოკაციის ადგილებში დაბრუნდებიან“ – განაცხადეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროში.

ამ ინფორმაციის მიხედვით, ცოცხალი ძალის და ტექნიკის დაბრუნება სარკინიგზო, საჰაერო და საზღვაო გზით ხორციელდება.

ინფორმაციისათვის, 22 აპრილს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ განაცხადა, რომ ჯარმა წვრთნების დროს დასახულ მიზანს მიაღწია და ის 1-ელ მაისამდე მუდმივი დისლოკაციის ადგილებს დაუბრუნდებიან. ამ განცხადებას წინ უძღოდა ვლადიმერ პუტინის შეხვედრა სამხედრო მაღალჩინოსნებთან.

წყარო: pia.ge

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!