TaoNews.Ge

რუსეთმა, ბაიდენის განცხადების შემდეგ აშშ-დან ელჩი გამოიწვია

რუსეთმა, ბაიდენის განცხადების შემდეგ აშშ-დან ელჩი გამოიწვია

ჯო ბაიდენის განცხადების შემდეგ, ამერიკის შეერთებულ შტატებში რუსეთის ელჩი, ანატოლი ანტონოვი რუსეთ-ამერიკის ურთიერთობებისა და ამერიკის ახალი ხელმძღვანელობის პოლიტიკის გასაანალიზებლად, მოსკოვში მიიწვიეს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი, მარია ზახაროვა საუბრობს. მისი თქმით,  რუსეთი დაინტერესებულია, აშშ-სთან ურთიერთობებში არ იქნეს დაშვებული ” შეუქცევადი დეგრადაცია”.

“ჩვენთვის მთავარია გავარკვიოთ რა გზით შეიძლება გამოსწორდეს მძიმე მდგომარეობაში მყოფი რუსეთ-ამერიკის ურთიერთობები, რომელიც ვაშინგტონმა, ბოლო წლებში, ფაქტობრივად, ჩიხში შეიყვანა”, – ამბობს ზახაროვა. 

ეს გადაწყვეტილება კი ოფიციალურმა მოსკოვმა მას შემდეგ მიიღო, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ტელეკომპანია NBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში ჟურნალისტის შეკითხვაზე, თვლიდა თუ არა ის ვლადიმირ პუტინს მკვლელად, დადებითი პასუხი გასცა, შემდეგ კი დაამატა, რომ ამისთვის ის შესაბამის ფასს გადაიხდის.

მსგავსი სიახლეები

კოპირება აკრძალულია!