TaoNews.Ge

რუსეთმა აშშ “არამეგობრული ქვეყნების” ჩამონათვალში შეიყვანა

რუსეთმა აშშ “არამეგობრული ქვეყნების” ჩამონათვალში შეიყვანა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, ხელი მოაწერა კანონს, რომლის მიხედვითაც, რუსეთი “არამეგობრული ქვეყნების” დიპლომატიურ მისიებში რუსეთის მოქალაქეებს მუშაობას სრულად აუკრძალავს, ან მათ რაოდენობას შეზღუდავს.

პუტინის ბრძანება მთავრობას ავალებს შეადგინოს არამეგობრულად მიჩნეული საელჩოებისა და საკონსულოების სია.

კანონი მას შემდეგ მიიღეს, რაც ჩეხეთის რესპუბლიკასა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები გაუარესდა. რუსეთის მთავრობამ უკვე დაიწყო “არამეგობრული ქვეყნების” ჩამონათვალის შედგენაზე მუშაობა.

როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, ამ ქვეყნების ცამონათვალში უკვე შესულია შეერთებული შტატები.

რუსეთმა აშშ-ის საელჩოში მომუშავე 10 ამერიკელ დიპლომატს პერსონა ნონ გრატად გამოცხადების შესახებ ნოტა გადასცა. მათ რუსეთი 21 მაისამდე უნდა დატოვონ.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!