TaoNews.Ge

10.05.2021 / 12:52

“რუსეთი ხდება უფრო აგრესიული არა მხოლოდ სამეზობლოში, არამედ ევროკავშირის შიგნითაც”

“რუსეთი ხდება უფრო აგრესიული არა მხოლოდ სამეზობლოში, არამედ ევროკავშირის შიგნითაც”

უნდა ვაღიაროთ ის ფაქტი, რომ ცხადია, რუსეთი ხდება უფრო აგრესიული არა მხოლოდ სამეზობლოში, ისეთ ქვეყნებში როგორიც უკრაინა, საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანია, არამედ უკვე ევროკავშირის შიგნითაც, – ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრამდე განაცხადა.

მისი თქმით, ევროპამ რუსეთის ქმედებების მიმართ რეაგირებაში ერთსულოვნება უნდა გამოიჩინოს.

„ის, რაც მოხდა ჩეხეთის რესპუბლიკაში, ცხადყოფს, რომ რუსეთმა 2014 წელს ჩაატარა ოპერაცია ევროკავშირის და ნატო-ს წევრ ერთ-ერთ ქვეყენაში. ეს არ უნდა დავტოვოთ შესაბამისი პასუხის გარეშე. ევროპა უნდა იყო ერთიანი რუსეთის ასეთი ქმედებების პასუხში. ვისურვებდი, ამ მხრივ ევროპის პასუხებში მეტი ერთსულოვნება იყოს,“ – განაცხადა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

GE92BG0000000498753269

შ.პ.ს ტაონიუსი

ბოლო სიახლეები

მსგავსი სტატიები

GE92BG0000000498753269

შ.პ.ს ტაონიუსი

“დმანისში კონფლიქტის უფრო დიდ მასშტაბში გადაზრდის მცდელობა გარედან იყო ინსპირირებული რაღაც ძალის მიერ “- დეკანოზი ანდრია 
კოპირება აკრძალულია!